მამუკა მდინარაძე - ე.წ. ვეტინგის თემა დახურულია, ჩვენს მეგობრებს არგუმენტებს წარვუდგენთ და ავუხსნით, რატომ არ შეიძლება ქვეყნის სუვერენიტეტში ასეთი ჩარევა
მამუკა მდინარაძე - ე.წ. ვეტინგის თემა დახურულია, ჩვენს მეგობრებს არგუმენტებს წარვუდგენთ და ავუხსნით, რატომ არ შეიძლება ქვეყნის სუვერენიტეტში ასეთი ჩარევა

საქართველოში უცხოელები ქართული სახელისუფლო შტოების კეთილსინდისიერებას ვერ შეამოწმებენ, ეს გამორიცხულია, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მდინარაძის თქმით, ე.წ. ვეტინგის თემა დახურულია.

„ჩვენ ამ თემაზე ნებისმიერ ფორმატში ჩვენს მეგობრებს არგუმენტებს წარვუდგენთ და ავუხსნით, რატომ არ შეიძლება ქვეყნის სუვერენიტეტში ჩარევა. ქვეყნის სუვერენიტეტში ასეთი ჩარევა არ შეიძლება. ჩვენს მეგობრებს ყველა დეტალს ავუხსნით ამ თემაზე“, – განაცხადა მდინარაძემ.