მამუკა მდინარაძე - ძალიან მუშაობენ დონორი ორგანიზაციები, რომლებიც გამჭვირვალობის კანონის შემდეგ იძულებული გახდებიან, გამოაშკარავდეს, რატომ აფინანსებდნენ ექსტრემიზმს, ლგბტ პროპაგანდას
მამუკა მდინარაძე - ძალიან მუშაობენ დონორი ორგანიზაციები, რომლებიც გამჭვირვალობის კანონის შემდეგ იძულებული გახდებიან, გამოაშკარავდეს, რატომ აფინანსებდნენ ექსტრემიზმს, ლგბტ პროპაგანდას

რატომ გვიკრძალავენ ჩვენი მეგობარი ქვეყნებიდან კონკრეტული წარმომადგენლები თუ ოფიციალური პირები, რომ რაც დაინიცირებულია ევროკავშირში, რაც მიღებულია ქვედა პალატის მიერ საფრანგეთში, არ მივიღოთ საქართველოში? – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მდინარაძის თქმით, დონორ ორგანიზაციებს არ სურთ, გამჭვირვალე გახდეს ყველაფერი, რასაც აფინანსებენ.

„ძალიან მუშაობენ ის დონორი ორგანიზაციები, რომლებიც ამ კანონის ამოქმედების შემდეგ იძულებული გახდებიან, გამოაშკარავდეს წარსულში, ახლა თუ მომავალში რატომ აფინანსებდნენ, კარგთან ერთად, ამავდროულად ექსტრემიზმს, პოლარიზაციას, „კანვასის“ რევოლუციურ ტრენინგებს, ლგბტ პროპაგანდას, ისეთ გეგმებს, რომელიც „ისფედის“ მიერ მიდიოდა პარალელური ხმის დათვლის მონაცემების გაყალბებამდე. ამის გამოაშკარავება არავის აწყობს, ამიტომ ჩართულია ლობისტური ქსელი ამაში. სხვას ვერაფერს დავაბრალებთ იმას, რომ ჩვენ გვკრძალავენ, რასაც თავიანთ ქვეყნებში იღებენ. არსებობს რაღაც, რაც მოქმედებს აშშ-ში, ავსტრალიაში, ისრაელში, მიიღეს საფრანგეთის ქვედა კომიტეტში, რატომ ხდება, რომ მათი მხრიდან სიტყვა რუსული მოშორდა, თუმცა შეფასებები მაინც არის შემაშფოთებელი?“ – განაცხადა მდინარაძემ.