მამუკა მდინარაძე - ძალიან მაღალი აქტივობაა და თუ ასეთი ტემპით გაგრძელდება, გვაქვს შანსი, რომ „ნაციონალურ მოძრაობაზე“ სულ მცირე 300 000 ხმით გავიმარჯვოთ
მამუკა მდინარაძე - ძალიან მაღალი აქტივობაა და თუ ასეთი ტემპით გაგრძელდება, გვაქვს შანსი, რომ „ნაციონალურ მოძრაობაზე“ სულ მცირე 300 000 ხმით გავიმარჯვოთ

ძალიან მაღალი აქტივობაა და თუ ასეთი ტემპით გაგრძელდება, გვაქვს შანსი, რომ „ნაციონალურ მოძრაობაზე“ სულ მცირე 300 000 ხმით გავიმარჯვოთ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მამუკა მდინარაძემ საზოგადოებას უპრეცედენტო აქტივობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ეს „ქართული ოცნების“ გამარჯვების წინაპირობაა.

„ძალიან დიდი მადლობა უნდა გადავუხადო საზოგადოებას, რათა დაფიქსირდა უპრეცედენტო აქტივობა. ეს იმას ნიშნავს, რომ თუ ასეთი ტემპით გაგრძელდა, იმ დრომდე, ვიდრე არ დამთავრდება საარჩევნო პროცესი, გვაქვს შანსი, „ნაციონალურ მოძრაობაზე“ გავიმარჯვოთ სულ მცირე 300 000 ხმით. ძალას, რომელსაც სწყურია რევანში, მივმართავ, რომ აზრი ეკარგება ყოველგვარ მანიპულაციებს, პროვოკაციებსა და ასე შემდეგ, მათ შორის კვლევებით და ეგზიტპოლებით მანიპულაციასაც“, – განაცხადა მდინარაძემ.

მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ მხარდაჭერილი კანდიდატი ძალიან დამაჯერებლად გაიმარჯვებს.

„ყველამ ვიცით, რომ ძალიან ბევრი ამომრჩეველი, რომელიც პირველ ტურში არ იყო ნამყოფი არჩევნებზე, მას შემდეგ რაც მათ დაინახეს, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ რაღაც პოზიცია შეიძლება გაიმყაროს ამ ქვეყანაში, დაირაზმნენ. როგორც წესი ძალიან იშვიათად არის პირველ ტურთან შედარებით მეორე ტურში მაღალი აქტივობა, ეს დაფიქსირდა დღეს. ჩვენ ეს გვაძლევს აბსოლუტურად ლოგიკური ანალიზის საფუძველს”, – განაცხადა მდინარაძემ.