მამუკა მდინარაძე - ძალადობა ნებისმიერი ფორმით, ნებისმიერ სიტუაციაში და კონფიგურაციაში მიუღებელი უნდა იყოს
მამუკა მდინარაძე - ძალადობა ნებისმიერი ფორმით, ნებისმიერ სიტუაციაში და კონფიგურაციაში მიუღებელი უნდა იყოს

ძალადობა ნებისმიერი ფორმით, ნებისმიერ სიტუაციაში და კონფიგურაციაში მიუღებელი უნდა იყოს, – ასე უპასუხა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ საქართველოს პრეზიდენტის განცხადებას, რომელმაც აღნიშნა: „ვაჟკაცობა ვიცი ერთი-ერთზე, ძალადობა არის მიუღებელი, ძალიან არაქართული“.

როგორც მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, პრეზიდენტის განცხადება არ უნახავს.

„სამწუხაროდ, მე არ მინახავს პრეზიდენტის განცხადება, მაგრამ გარკვეულა ტრადიციებზე შეიძლება საუბრობდა ქალბატონი სალომე. შემიძლია გითხრათ მხოლოდ ის, რომ ძალადობა ნებისმიერი ფორმით, ნებისმიერ სიტუაციაში და კონფიგურაციაში მიუღებელი უნდა იყოს და ვიმსჯელოთ ასე. ძალადობა ნებისმიერი მხრიდან მიუღებელია. ეტყობა პრეზიდენტი გარკვეულ ტრადიციებზე საუბრობდა მე ეს არ ვიცი“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.