მამუკა მდინარაძე - დისტანციურ ხმის მიცემას, რასაც ​სპეკულაციურად ელექტრონულს უწოდებენ, არ დავუშვებთ, რადგან უდიდესი საფრთხეა ჰაკერული თავდასხმის და მანიპულაციის
მამუკა მდინარაძე - დისტანციურ ხმის მიცემას, რასაც ​სპეკულაციურად ელექტრონულს უწოდებენ, არ დავუშვებთ, რადგან უდიდესი საფრთხეა ჰაკერული თავდასხმის და მანიპულაციის

მოვუწოდებ, რაც შეიძლება მეტი ემიგრანტი მივიდეს იმ უბნებზე, რომლებიც აპრობირებულია და იქ მისცემენ ხმას. თითო ხმა იქნება უზრუნველყოფილი, რომ აისახოს, მაგრამ დისტანციურს, რასაც ელექტრონულს სპეკულაციურად უწოდებენ, არ დავუშვებთ, რადგან უდიდესი საფრთხეა ჰაკერული თავდასხმის და მანიპულაციის, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მდინარაძის თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ სპეციალურად ურევს ერთმანეთში არჩევნებზე ელექტრონული და დისტანციური წესით ხმის მიცემის საკითხს.

„„ნაცები“ და მათი კლასტერი სპეციალურად ერთმანეთში ურევენ ელექტრონულ და დისტანციურ არჩევნებს. ყველას მიერ მოწონებულ მოდელს, როცა ელექტრონული ხმის დათვლის აპარატი ქსელშიც კი არ არის ჩართული, უნდათ დაამატონ იმგვარი ხმის მიცემა, რომელიც ამავდროულად იქნება დისტანციური, ანუ, ჩვენ რომ ასობით ათასი ემიგრანტი გვყავს რუსეთში, აშშ-ში, ევროპაში თუ სხვაგან, ეს ხალხი უნდა აღვჭურვოთ უფლებით, დისტანციურად იყოს დაშვებული ხმის მიცემა. ერთი პატარა ჰაკერული ჩარევა და საერთოდ ამოტრიალდა არჩევნების შედეგები, ხომ? ჩვენ არ ვუშვებთ არცერთ შესაძლებლობას, თეორიულსაც კი, რომ რაიმე ჰაკერული ჩარევით მოხდეს ზემოქმედება არჩევნებზე. ესენი საუბრობენ, რომ თურმე უცხოეთიდან, მათ შორის, რუსეთიდან, დისტანციურად მისცენ ხმა ადამიანებმა, ეს თურმე პრობლემა არ არის და იმ აპარატთან დაკავშირებით, რომელიც ქსელზეც კი არ არის შეერთებული, ეჭვებს გამოთქვამენ. რამხელა აცდენა აქვთ ლოგიკაში და რამხელა მანიპულაციის შესაძლებლობის დაშვება უნდათ. დისტანციური არის კატეგორიულად გამორიცხული, ამაზე ვერ წავალთ. ერთადერთი, მოვუწოდებ, რაც შეიძლება მეტი ემიგრანტი მივიდეს იმ უბნებზე, რომლებიც არის, აპრობირებულია და იქ მისცემენ ხმას. თითო ხმა იქნება უზრუნველყოფილი, რომ აისახოს, მაგრამ დისტანციურს, რასაც ელექტრონულს სპეკულაციურად უწოდებენ, არ დავუშვებთ, რადგან უდიდესი საფრთხეა ჰაკერული თავდასხმის და მანიპულაციის.

პრეზიდენტის მიერ ამ თემის გააქტიურება ნიშნავს ნაცების „მესიჯბოქსისგახმოვანებას მორიგ ჯერზე, მეტი არაფერია. როდესაც ერთმანეთში ურევ სპეციალურად ელექტრონულ და დისტანციურ არჩევნებს, დისტანციურს, რომელსაც თან უდიდესი ჰაკერული და მანიპულაციური ჩარევის რისკი ახლავს, ეს ნიშნავს, რომ პრეზიდენტიც ახმოვანებს „ნაცების“ სპეკულაციურ მესიჯს, რომელიც დაუშვებელია. ჩვენ არ დავუშვებთ, რომ ჰაკერული ჩარევის 1%-იანი საფრთხე იყოს. ეს აპარატები სადაც ჩვენ ხმა უნდა მივცეთ ყველამ ერთად ქსელშიც კი არ არის შეერთებული ამ რისკის დასაძლევად და გამოსარიცხად“, – განაცხადა მდინარაძემ.