მამუკა მდინარაძე - დიპლომატიური კორპუსის და ჩვენი გარე მეგობრების დამოკიდებულება აბსოლუტურად არასწორია, ეს არის ქვეყნის შიდა საქმეში ჩარევის მცდელობა, რაც, კიდევ კარგი, არ გამოსდით
მამუკა მდინარაძე - დიპლომატიური კორპუსის და ჩვენი გარე მეგობრების დამოკიდებულება აბსოლუტურად არასწორია, ეს არის ქვეყნის შიდა საქმეში ჩარევის მცდელობა, რაც, კიდევ კარგი, არ გამოსდით

დიპლომატიური კორპუსის და ჩვენი გარე მეგობრების დამოკიდებულება აბსოლუტურად არასწორია, ეს არის ქვეყნის შიდა საქმეში ჩარევის მცდელობა, რაც, კიდევ კარგი, არ გამოსდით, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველო იმდენად დამოუკიდებელია, რომ ქვეყნის საქმეებში ჩარევის მცდელობა შიდა პოლიტიკაზე გავლენას ვერ ახდენს.

„რაღაც მოხდება ხოლმე და წლების მერე ყველაფერი ნათელი ხდება, მათ შორის, ამას ადასტურებს სტრასბურგის სასამართლოც. რაც შეეხება დიპლომატიური კორპუსის თუ ჩვენი გარე მეგობრების დამოკიდებულებას, აბსოლუტურად არასწორია და ეს არის ქვეყნის შიდა საქმეში ჩარევის მცდელობა. ოღონდ მცდელობა, კიდევ კარგი, არ გამოსდით და კიდევ კარგი, შევძელით, ჩვენი სამშობლო ყოფილიყო იმგვარად დამოუკიდებელი, რომ ამ ჩარევებს რაიმე გავლენა შიდა საქმეებზე, შიდა პოლიტიკაზე ვერ მოეხდინა. თავიანთ ქვეყნებს მიხედონ და თანასწორად გველაპარაკოს ყველა. ბედნიერებაა, როგორც იქნა, გავბედეთ, რომ ასე ვლაპარაკობთ და ამაში ლომის წილი მიუძღვის ყველა იმ ადამიანს, რომელმაც მხარი დაუჭირა არა მხოლოდ „ქართულ ოცნებას“ და დღესაც მხარს უჭერს, არამედ მხარს უჭერს საკუთარი ქვეყნის დამოუკიდებლობას; ამაყად საუბარს, რომ საქართველოში გადაწყვეტილებები მიიღება მხოლოდ საქართველოსა და ქართველი ხალხის შესახებ“, – განაცხადა მდინარაძემ.