მამუკა მდინარაძე - დიდსულოვნების მანტიამოსხმულ ბოროტებასთან შერიგებას „ქართული ოცნება“ არ აპირებს
მამუკა მდინარაძე - დიდსულოვნების მანტიამოსხმულ ბოროტებასთან შერიგებას „ქართული ოცნება“ არ აპირებს

დიდსულოვნების მანტიამოსხმულ ბოროტებასთან შერიგებას „ქართული ოცნება“ არ აპირებს, ამ ბოროტებას წარმოადგენენ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან ე.წ. ეროვნულ შერიგებაზე საუბარი პიარული სვლაა.

„ჩვენი ამომრჩეველიც კი დაიძაბა გაურკვევლობის გამო ე.წ. ეროვნულ შერიგებასთან დაკავშირებით, რაც სუფთა პიარული სვლაა, არანაირი შერიგება მათ არ უნდათ და არანაირ შერიგებაზე წამსვლელი არ არიან, მაგრამ რაც ყველაზე მთავარია, დიდსულოვნების მანტიამოსხმულ ბოროტებასთან შერიგებას ჩვენ არ ვაპირებთ. მათ თუ უნდათ კონსტრუქციულობა და უნდათ თანამშრომლობა პარლამენტში, საქმეზე ლაპარაკი, საქმიანი ლაპარაკი, საგნობრივი მსჯელობები, დისკუსიები, ჩვენ ყოველთვის მზად ვართ. ახლაც ამ რეჟიმში ვართ. მოვიდნენ პარლამენტში და იმუშაონ აქ, როგორც ჩვენ ვმუშაობ ამ საკითხებზე, მაგრამ კიდევ ერთხელ გავიმეორებ, დიდსულოვნების მანტიამოსხმულ ბოროტებასთან შერიგებას „ქართული ოცნება“ არ აპირებს და ეს მიდგომა არ გადაიხედება არასდროს. მოვიდნენ, იმუშაონ, საქმე გააკეთონ. კონსტრუქციულობა უნდათ? სწორი დამოკიდებულება უნდათ? ჩვენ ასე ვიქცევით, ასევე მოიქცნენ ისინი და საქმეზე, კანონპროექტებზე იმუშაონ, თავისი საქმე გააკეთონ. პარლამენტში არც ერთი მათგანი არ შემოდის. აქციებს აანონსებენ, ყოველდღიურად მათი ტელევიზიები ათასგვარ სიბინძურეს აბრალებენ უამრავ ადამიანს. ამ ფონზე, როდესაც ისინი შერიგებაზე ლაპარაკობენ, მათი მხრიდან პიარული სვლაა, რომელიც ემსახურება მხოლოდ ერთადერთს, რომ თითქოს ისინი არიან ძალიან დიდსულოვნები, კეთილები და აქეთ ვდგავართ ადამიანები, რომლებსაც შერიგება არ გვდომებია. ისეთი მესიჯი დააჰედლაინეს – როგორ ეროვნული შერიგების წინააღმდეგი ხართ თქვენ? აი, აქ ვითომ პიარული სვლა გააკეთეს. მესამედ ვიმეორებ – დიდსულოვნის მანტიამოსხმულ ბოროტებასთან ჩვენ შერიგებას არ ვაპირებთ და ამ ბოროტებას წარმოადგენენ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები, შეიძლება ყველა არა და ზოგიერთს სადღაც გულში ან ტვინში გაკრა კეთილშობილურმა იდეამ, თქვან, მოინანია დანაშაული. მოინანიონ, დანაშაულს დანაშაული დაარქვან, ყველაფერს თავის სახელი დაარქვან და მერე ვილაპარაკოთ არა შერიგებაზე, არამედ კონსტრუქციოლობაზე და როგორ გავაგრძელოთ საქმის კეთება ხალხის საკეთილდღეოდ“, – განაცხადა მდინარაძემ.

დატოვე კომენტარი