მამუკა მდინარაძე - დიდი ბრძოლაა ოპოზიციის შიგნით, ისინი ერთმანეთს პარლამენტში ადგილებისთვის ებრძვიან
მამუკა მდინარაძე - დიდი ბრძოლაა ოპოზიციის შიგნით, ისინი ერთმანეთს პარლამენტში ადგილებისთვის ებრძვიან

თუ ვინმეს ჰგონია, თუნდაც პოლიტიკური მოსაზრებების გამო, მომგებიანია შალვა ნათელაშვილთან ფანჩატურში „ნაციონალური მოძრაობის“ ირგვლივ გაერთიანება, ეს მათი საქმეა, მაგრამ აქაც ვერ თანხმდებიან, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

როგორც მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, შალვა ნათელაშვილის ფანჩატურში შეკრებილი იყო საზოგადოება, რომელთაც ღირებულობითი ერთობა არ ჰქონდათ.

„თუ ვინმეს ჰგონია, თუნდაც სუბიექტურად, პოლიტიკური მოსაზრებების გამო, რომ მომგებიანია შალვა ნათელაშვილთან მის ფანჩატურში „ნაციონალური მოძრაობის“ ირგვლივ გაერთიანება, ეს მათი საქმეა, მაგრამ როგორც ვხედავთ, უთანხმოება აქვთ იმის გამო, რომ ვერ გაიყვეს ადგილები, სიის ფორმირებაზე ვერ ჩამოყალიბდნენ. ახლა თქვენ გაჯერებენ, ჟურნალისტებსა და საზოგადოებას, რომ რაღაც რეიტინგები აქვთ, მაგრამ არ აქვეყნებენ ცოცხალი თავით. ისტერიულად ატარებენ კვლევებს, არ აქვეყნებენ, მაგრამ კარგად იციან, ძალიან დაბალი რეიტინგები აქვთ. ამ ფონზე, ისინი ერთმანეთს ებრძვიან პარლამენტში ადგილებისთვის, მეტი მიზანი არ გააჩნიათ. დიდი ბრძოლაა შიგნით, ცდილობენ, ეს არ გამოვიდეს, მაგრამ მაინც გამოდის გარეთ“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

დატოვე კომენტარი