მამუკა მდინარაძე - დღეს პრეზიდენტი გაექცა დებატებს, რადგან არ სურს, გასცეს საზოგადოებას პასუხი მის მიმართ დაგროვილ კითხვებზე
მამუკა მდინარაძე - დღეს პრეზიდენტი გაექცა დებატებს, რადგან არ სურს, გასცეს საზოგადოებას პასუხი მის მიმართ დაგროვილ კითხვებზე

დღეს საქართველოს პრეზიდენტი გაექცა დებატებს, რადგან მას, როგორც ჩანს, არ სურს დებატების რეჟიმში რეალურად გასცეს საზოგადოებას პასუხები მის მიმართ დაგროვილ კითხვებზე“,- ასე გამოეხმაურა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე პრეზიდენტის უარს სატელევიზიო დებატებში მონაწილეობის შესახებ.

მამუკა მდინარაძის შეფასებით, ეს მხოლოდ იმას მიანიშნებს, რომ პრეზიდენტს არ სურს საკუთარ საქმიანობაზე საუბარი და იჩენს უკიდურეს უპასუხისმგებლობას.

„მგონი, ვინც ადევნებს ბოლო ორი დღის განმავლობაში განვითარებულ პოლიტიკურ მოვლენებს თვალყურს, ვრცელი განმარტება მისთვის საჭირო არ არის. გუშინ საქართველოს პრეზიდენტი, ძალიან სამწუხაროა, გაიქცა საქართველოს პარლამენტიდან,  გაექცა კითხვებს, რომელიც ჰქონდა საზოგადოებას. დღეს ის გაექცა დებატებს, რადგან მას, როგორც ჩანს, არ სურს დებატების რეჟიმში რეალურად გასცეს საზოგადოებას პასუხები მის მიმართ დაგროვილ შეკითხვებზე, ამიტომ მან დღეს უარი თქვა დებატებზე. ეს იმას მიანიშნებს მხოლოდ და მხოლოდ, რომ ხუთი წლის თავზე, როდესაც განსაკუთრებული პასუხისმგებლობაა პრეზიდენტისა, რომ საზოგადოებას ანგარიში ჩააბაროს თავისი საქმიანობის შესახებ, მას არ უნდა ამ თემაზე საუბარი და იჩენს უკიდურეს უპასუხისმგებლობას“,- განუცხადა მამუკა მდინარაძემ.