მამუკა მდინარაძე - დეპოლარიზაციაზე თუ მაინც გავერთიანდებით, ევროპელი ლიდერების მოწოდებები რეალიზებული იქნება და ევროპული პერსპექტივა მიღწეული
მამუკა მდინარაძე - დეპოლარიზაციაზე თუ მაინც გავერთიანდებით, ევროპელი ლიდერების მოწოდებები რეალიზებული იქნება და ევროპული პერსპექტივა მიღწეული

ყველა ევროპული მიღწევის ავტორი, შემსრულებელი და მიმღები „ქართული ოცნებაა“ და ამ დროს ყველაზე ანტიევროპული ძალა „ნაციონალური მოძრაობა“ თავისი ლობისტების მეშვეობით ცდილობს, ამ თემას „მოაჯდეს“. ეს ხომ ფაქტია? – „ნაცმოძრაობა“ ცდილობს, ამ ტალღას ისე „მოაჯდეს“, რომ არ გაითვალისწინოს ის, რომ თავად არის ანტიევროპული ძალა, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მისი თქმით, თუ დეპოლარიზაციის საკითხზე გაერთიანდება მოხდება, ევროპელი ლიდერების მოწოდებები რეალიზებული იქნება.

„გამოწვევები დიდია, ბევრი ხელოვნური დაბრკოლება იქმნება, რაც ხან მხილების სახით ჩვენი მხრიდან არის, ხან ამას ვერიდებით, რომ ისევ საქართველოს ევროპული პერსპექტივა არ დავაზიანოთ. ამ დროს ევროპელი ლიდერების განცხადება, რომ პერსპექტივა სამივე ქვეყანას აქვს, მხოლოდ მისასალმებელი და მკაფიო მესიჯია საიმისოდ, რომ საქართველომ უნდა შეძლოს დეპოლარიზაცია, რეფორმების გაგრძელება, მიღწევების რეალიზება და ხელოვნური დაბრკოლებები არ უნდა შეიქმნას. თუ ამ ყველაფერზე შევთანხმდებით, მაშინ, ჩვენი ევროპული მომავალი გარანტირებული იქნება. ევროპელი ლიდერები მიგვითითებდნენ, რომ გეოგრაფიისა და ბევრი სხვა ფაქტორის გამო მოლაპარაკებების დაწყება დაგვიგვიანდა, მაგრამ შედეგი ყველაზე ადრე მივიღეთ. შეიძლება, დაბრკოლებები ბევრია, მაგრამ განსხვავებული პოზიციების მიუხედავად მთავარი სურვილია, რომ შედეგი მივიღოთ. თუ დეპოლარიზაციაზე მაინც გავერთიანდებით, ევროპელი ლიდერების მოწოდებები რეალიზებული იქნება და ევროპული პერსპექტივა მიღწეული. ამ რეკომენდაციებში ყველაზე რთული დეპოლარიზაციის შესრულება იქნება, რადგან ჩვენ რაც არ უნდა გავაკეთოთ და რადიკალურ ოპოზიციას სულ რომ არაფერი ვუპასუხოთ, ამ შემთხვევაშიც კი ურთულესი იქნება, რადგან ბაკურიანის გეგმას მიჰყვებიან. ამ გეგმის განხორციელების პროცესში პასიურ როლში რომ გადავიდეთ, მეორე მხრიდან სულ თავდასხმები იქნება და ეს ურთულესი იქნება. ვალდებული ვართ, რომ ოპოზიციას შევახსენოთ, სიმართლე და ობიექტური რიტორიკა გამოიყენონ, რათა ქვეყნის ევროპული ინტეგრაცია არ დააზიანონ. თუ ისინი დეპოლარიზაციის მოწოდების მიუხედავად, ტექნიკურ მთავრობას და დაუმორჩილებლობას დაანონსებენ, ეს იქნება პირდაპირი ხელშეშლა ევროპული პერსპექტივის“, – განაცხადა მდინარაძემ.