მამუკა მდინარაძე - დეოლიგარქიზაციაზე ჩანაწერი შეიძლება, გახდეს შესაძლებლობა, გაირკვეს სიმართლე, ვინ არის ოლიგარქი, ისე არ მოხდეს, რომ ეს ყველაფერი რეალური ოლიგარქებისთვის მახე აღმოჩნდეს
მამუკა მდინარაძე - დეოლიგარქიზაციაზე ჩანაწერი შეიძლება, გახდეს შესაძლებლობა, გაირკვეს სიმართლე, ვინ არის ოლიგარქი, ისე არ მოხდეს, რომ ეს ყველაფერი რეალური ოლიგარქებისთვის მახე აღმოჩნდეს

დეოლიგარქიზაციაზე სამივე ქვეყნის მიმართ ჩანაწერი შეიძლება, გახდეს შესაძლებლობა, საბოლოოდ გაირკვეს სიმართლე, ვინ არის ოლიგარქი, ისე არ მოხდეს, რომ ეს ყველაფერი რეალური ოლიგარქებისთვის მახე აღმოჩნდეს, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მდინარაძის განმარტებით, შეუძლებელია, შექმნა კრიტერიუმი, რომელიც არ მოერგება შეძლებულ რაღაც ჯგუფს, რომლებიც მედიასაც ფლობენ, მედიასაც აფინანსებენ და პოლიტიკურ გავლენასაც ვერ დავუწუნებთ.

„დეოლიგარქიზაციაზე სამივე ქვეყნის მიმართ ჩანაწერი შეიძლება, გახდეს შესაძლებლობა, რომ საბოლოოდ გაირკვეს სიმართლე, ვინ არის ოლიგარქი, ვინ ჯდება იმ ნებისმიერ კრიტერიუმში, რომელიც სიტყვა ოლიგარქს მოარგო და ისე არ აღმოჩნდეს, რომ თქვენი დამფინანსებლები ამ მახეში გაებან. მზად ვართ, მივიღოთ ნებისმიერი დათქმა ოლიგარქების შესახებ ნებისმიერი ფორმით თეორიულად დასაშვები კრიტერიუმი რაც შეიძლება იყოს, მაგრამ შემთხვევით ისე არ მოხდეს, რომ ეს ყველაფერი რეალური და ნამდვილი ოლიგარქებისთვის მახე აღმოჩნდეს, რადგან შეუძლებელია შექმნა კრიტერიუმი, რომელიც იმ ადამიანს მოერგება, რომელიც თქვენ გინდათ და არ მოერგება რეალურად გავლენის არალეგიტიმურად მაძიებლების – ფულიან, შეძლებულ რაღაც ჯგუფს, რომლებიც მედიასაც ფლობენ, მედიასაც აფინანსებენ და პოლიტიკურ გავლენასაც ვერ დავუწუნებთ. „მთავარი არხის“ ჟურნალისტი მეუბნება – თუ ეს კანონი ბიძინა ივანიშვილს არ მოარგეთ, მაშინ არ მოერგებაო. თქვენ გინდათ, გვარი ჩავწეროთ და ჩვენ ობიექტურ კრიტერიუმებზე ვსაუბრობთ. ამაშია განსხვავება“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.