მამუკა მდინარაძე - დავით ჭიჭინაძემ პოლიტსაბჭოში გაასაჩივროს და გაიგებს, ვინ არის მისი გარიცხვის მომხრე და ვინ წინააღმდეგი
მამუკა მდინარაძე - დავით ჭიჭინაძემ პოლიტსაბჭოში გაასაჩივროს და გაიგებს, ვინ არის მისი გარიცხვის მომხრე და ვინ წინააღმდეგი

ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის განცხადებით, დავით ჭიჭინაძე დარჩება თუ არა საპარლამენტო უმრავლესობის რიგებში, ამ საკითხზე მსჯელობა უმრავლესობის ფარგლებში გაიმართება.

როგორც ჟურნალისტებს მდინარაძემ განუცხადა, პარტიიდან გარიცხვის გადაწყვეტილება სამდივნომ მიიღო და დავით ჭიჭინაძეს შეუძლია, პოლიტსაბჭოს ფორმატში გაასაჩივროს.

“გაასაჩივროს და დეტალურად გაიგებს, ვინ არის მომხრე მისი გარიცხვის და ვინ მოწინააღმდეგე, მათ შორის გაიგებს, პარტიის თავმჯდომარის პოზიციასაც. ფრაქციიდან გარიცხვა ავტომატურად ხდება, როცა პირი პარტიიდან გარიცხულია“, – განაცხადა მდინარაძემ.