მამუკა მდინარაძე - დასაფასებელია ეუთო/ოდირის ობიექტური განცხადებები, რადგან რეალობა ერთია, საქართველოში კონკურენტული არჩევნები ჩატარდა, ამის აღნიშვნა სამადლობელ ამბადაც კი გაგვიხდა
მამუკა მდინარაძე - დასაფასებელია ეუთო/ოდირის ობიექტური განცხადებები, რადგან რეალობა ერთია, საქართველოში კონკურენტული არჩევნები ჩატარდა, ამის აღნიშვნა სამადლობელ ამბადაც კი გაგვიხდა

დასაფასებელია ეუთო/ოდირის ობიექტური განცხადებები, რადგან რეალობა ერთია, საქართველოში კონკურენტული არჩევნები ჩატარდა, ამის აღნიშვნა სამადლობელ ამბადაც კი გაგვიხდა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მდინარაძემ აღნიშნა, რომ მადლობას არ დაიშურებს ყველა იმ ადამიანისა თუ ორგანოს მიმართ, რომელიც ობიექტურ დასკვნას დადებს საქართველოსთან დაკავშირებით.

„დიდი მადლობა მას ამ განცხადებისათვის. დღეს ცოტა რთულია სუპერობიექტური განცხადებების კეთება იმ მასობრივი საერთაშორისო თუ ადგილობრივი ბულინგის ფონზე, რომელიც მხოლოდ იმიტომ მიმდინარეობს, რომ საქართველოს არ მართავენ ჯაშუშები. მეტი რეალური საბაბი ამ ყველაფერს არ გააჩნია. დასაფასებელია ეუთო/ოდირის და შესაბამისი წარმომადგენლობების მხრიდან ობიექტური განცხადებები, რადგან რეალობა ერთია, საქართველოში კონკურენტული არჩევნები ჩატარდა. ამის აღნიშვნა სამადლობელ ამბადაც კი გაგვიხდა, თუმცა არ დავიშურებთ მადლობას ყველა იმ ადამიანის თუ ორგანოს მიმართ, რომელიც ობიექტურ დასკვნას დადებს საქართველოსთან დაკავშირებით.

ჩვენი ოპოზიციის კრიტიკის საფუძველი არის, რომ ტყუილი არ თქვა ეუთო/ოდირმა, შესაბამისმა მისიამ, მთავარმა დამკვირვებელმა არჩევნებზე. ცივილიზებული სამყაროს მიერ აღიარებულია, რომ ეუთო/ოდირი არის მთავარი დამკვირვებელი, რომელიც ქმნის მისიებს ამ მიზნისათვის. ოღონდ არსებობს ერთი „გახარიელი“ ბექა ლილუაშვილი, მისთვის ეს არაფერს არ წარმოადგენს. ამ დროს ცივილიზებული სამყარო ამას აღიარებს, მაგრამ საქართველოს შემთხვევაში მათ ლილუაშვილის უფრო სჯერათ“, – აღნიშნა მდინარაძემ.