მამუკა მდინარაძე - დარწმუნებული ვარ, დავით სერგეენკო ქვეყანას კიდევ დიდი ხანი გამოადგება
მამუკა მდინარაძე - დარწმუნებული ვარ, დავით სერგეენკო ქვეყანას კიდევ დიდი ხანი გამოადგება

დავით სერგეენკო წარმატებული სფეროს ძალიან წარმატებული მინისტრია, ალბათ, ამაზე საქართველოში ყველა თანხმდება, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

როგორც მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, გარკვეული დროის გასვლის შემდეგ, ყოველთვის არის საჭიროება, რომ კონკრეტული სფერო გადახალისდეს, ახალი ენერგია გაჩნდეს, ახალი გამოწვევების პარალელურად სფერო ისეთმა ადამიანმა ჩაიბაროს, ვისაც კარგი მენეჯერული გამოცდილება აქვს როგორც საქართველოში, ასევე უცხოეთში.

„ეკა ტიკარაძემ ავსტრიასა და გერმანიაში ისწავლა, ამ გამოცდილებების ფონზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს ადამიანი ახალ გამოწვევებსა და რეფორმებს კარგად შეუდგება. რაც შეეხება დავით სერგეენკოს, დარწმუნებული ვარ, ქვეყანას კიდევ დიდი ხანი გამოადგება. ჯანდაცვის სფეროში კარგი მენეჯერი, კარგი შემცველი გვყავს, კარგი განათლებით. ახალ გამოწვევებს რაც ამ სფეროშია, ეკა ტიკარაძე თავს კარგად გაართმევს ოპოზიცია ბევრ რამეს ამბობს ხოლმე, მათ შორის ოპოზიცია სასაცილო კომენტარებსაც აკეთებს და ცდილობს, საკითხი იუმორის ჟანრში გადაიტანონ. თუ საუბარია გამოცდილ, განათლებულ და კარგ მენეჯერზე, დამატებით არგუმენტებზე ყურადღება მისაქცევი არ არის. მთავარია, სფეროს წარმატებული ლიდერი ჰყავდეს, რომელიც ისეთივე წარმატებით გაართმევს თავს, როგორც ეს გააკეთა დავით სერგეენკომ გაართვა“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.