მამუკა მდინარაძე - დადიანების სასახლე რომ გარემონტდა და ყველას მოგვწონს, ივანიშვილმა დახარჯა 20 იმდენი და იმის მეოცედი USAID-მა, არ გაინტერესებთ, ამერიკელი გადამხდელის ფული სად მიდის?
მამუკა მდინარაძე - დადიანების სასახლე რომ გარემონტდა და ყველას მოგვწონს, ივანიშვილმა დახარჯა 20 იმდენი და იმის მეოცედი USAID-მა, არ გაინტერესებთ, ამერიკელი გადამხდელის ფული სად მიდის?

ამერიკის მოქალაქე რომ გადასახადს იხდის და საქართველოში იხარჯება ეს ფული, სად მიდის, ზუსტად ხომ უნდა ვიცოდეთ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მდინარაძის თქმით, ამერიკიდან შემოსული დაფინანსების მხოლოდ პოზიტიური მხარეა ცნობილი საზოგადოებისთვის, ხოლო უცნობია, სად იხარჯება ათეულობით მილიონი.

„ჩვენ ვიცით კარგი რაღაცები, მხოლოდ პოზიტიური მხარე ვიცით ამ ყველაფრის და ვიცით, რომ სადღაც ვიღაც დაატრენინგეს სოფლის მეურნეობაში, სადღაც რაღაც კულტურულ მემკვიდრეობაში. დადიანების სასახლე რომ გარემონტდა, აღდგა და ძალიან მოგვწონს ყველას, ერთმა ქართველმა კაცმა, ბიძინა ივანიშვილი ჰქვია ამ კაცს, დახარჯა 20 იმდენი და იმის მეოცედი დახარჯა USAID-მა. აქ ვიცით, ძალიან კარგი, რაღაც ნაწილი სად წავიდა, მაგრამ არ ვიცით, სად მიდის ათეულობით მილიონი. ისეთი პოზიცია გიჭირავთ, არ გამაგონოთ, რაში დაიხარჯა ფული, სად მიდისო, ამაზე აქციებს ატარებთ და რუსულს ეძახით „გამჭვირვალობის კანონს“. არ გაინტერესებთ, ამერიკელი გადამხდელის ფული სად მიდის?“ – აღნიშნა მდინარაძემ.