მამუკა მდინარაძე - კახეთში მიმდინარე შეხვედრაზე უმრავლესობის შიდა ამბებსა და პერსონებზე საუბარი არ ყოფილა
მამუკა მდინარაძე - კახეთში მიმდინარე შეხვედრაზე უმრავლესობის შიდა ამბებსა და პერსონებზე საუბარი არ ყოფილა

საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ კახეთში გამართულ შეხვედრაზე უმრავლესობის შიდა ამბებზე და პერსონებზე საუბარი არ ყოფილა.

„კაჭრეთში იმართება სემინარი და აქ არ ყოფილა საუბარი საპარლამენტო უმრავლესობის შიდა ამბებზე, არც პერსონებზე. უმრავლესობის სხდომა საგაზაფხულო სესიამდე გაიმართება და იქ იქნება სხვა საკითხებზე მსჯელობა“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებზე დასმული კითხვის საპასუხოდ მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, რომ კითხვები არსებობს მოსამართლეების სიაზე საზოგადოებაში და უნდა გაეცეს პასუხი.

„უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების სიის გაწვევა არის იუსტიციის საბჭოს პრეროგატივა, ეს პარლამენტის საქმე არ არის. ჩვენი საქმეა, ვიმსჯელოთ ყველა კანდიდატზე ინდივიდუალურად და მივიღოთ გადაწყვეტილება. ჩვენი ყველას საერთო ინტერესია სასამართლოს დამოუკიდებლობა და გაძლიერება”, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.