მამუკა მდინარაძე - ჩვენი პასუხისმგებლობაა, რომ სასამართლოს გაჩერების საშუალება არავის მივცეთ და ამ პასუხისმგებლობას ავიღებთ ჩვენს თავზე
მამუკა მდინარაძე - ჩვენი პასუხისმგებლობაა, რომ სასამართლოს გაჩერების საშუალება არავის მივცეთ და ამ პასუხისმგებლობას ავიღებთ ჩვენს თავზე

ვენეციის კომისიის რეკომენდაციების უდიდეს ნაწილს ვითვალისწინებთ და იმ არაძირითად ჩანაწერზე, რომელიც ძირითად რეკომენდაციებში საერთოდ ვერ მოხვდა, აპელირებთ იმიტომ რომ ისევ და ისევგავლენებზე ფიქრობთ,- ასე უპასუხა ოპონენტებს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ პლენარულ სხდომაზე, სადაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევასთან დაკავშირებულკანონპროექტზე მსჯელობენ.

მამუკა მდინარაძე „ევროპული საქართველოს“ წევრს, ოთარ კახიძეს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ოპოზიციის წარმომადგენელს „დრო აერია“.

„დარბაზიდან გაისმა კითხვა, რომელ პოლიტიკურ დაკვეთას ასრულებს დღეს სასამართლო და მან თქვა, რომ ყველა შუამდგომლობას აკმაყოფილებს, ყველას პატიმრობაში ტოვებს, ყველა განაჩენიიგივენაირად დგება, როგორიც არის საბრალდებო, თურმე. დრო აგერიათ უბრალოდ, დრო. სტატისტიკაზე არ არის მარტო საუბარი, თურმე ადამიანები არ მართლდებიან, თურმე ყველა პატიმრობაში რჩებადა გირაოს არ გამოიყენებენ. დრო აგერიათ, ელემენტარულად და ვეღარ ხვდებით, რას ლაპარაკობთ, იმიტომ რომ არგუმენტი აქ არ გაქვთ. წარმოიდგინეთ, რომ დღევანდელ სასამართლოზე ამბობს, რომ ყველა შუამდგომლობას აკმაყოფილებს. ამის იქით რაღა უნდა თქვა, ტყუილის იქით აღარ ითქმება აღარაფერი“,- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მისივე შეფასებით, წინა ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებები, რომ მათი მმართველობის დროს იყო შეცდომები, ისტორიის გადაწერის მცდელობაა.

მამუკა მდინარაძის თქმით, „დანაშაული არის დანაშაული და ვერასდროს გაიყიდება როგორც შეცდომა. დანაშაულს ყოველთვის ერქმევა დანაშაული და ამაზე პოლიტიკური და კონკრეტული პასუხისმგებელი პირები იქნებიანყოველთვის“.

ფრაქციის თავმჯდომარის განცხადებით, საზოგადოების ფართო წრეებმა უნდა იცოდნენ, რომ ოპოზიციას სასამართლოს დამოუკიდებლობა აშინებს და რადგან სასამართლოზე გავლენის მოპოვებას ვერ ახერხებს,ცდილობს, სასამართლო გააჩეროს.

„საუბარია უკვე იმაზე, რომ რამენაირად გააჩეროთ სასამართლო. გააჭიანუროთ იქ პროცესები. შეჩერდეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების მუშაობა პრაქტიკულად, იმიტომ, რომ შვიდი მოსამართლე რომ დარჩება, შეუძლებელია, 5 ათასზე მეტი საქმე განიხილონ მათ და ეს არის კოლაფსი, რაც არის ჩვენი პასუხისმგებლობა და ამას ვერ დავუშვებთ“,- მიმართა მამუკა მდინარაძემ ოპონენტებს.

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის განცხადებით, ოპონენტების განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ უმრავლესობა ვენეციის კომისიის არცერთ რეკომენდაციას არ ითვალისწინებს, ტყუილია.

„ ვენეციის კომისიის დასკვნაში ოთხი ძირითადი საკითხი იყო. დავიწყებ იმით, რასაც ვერ, არ ვითვალისწინებთ გამომდინარე იქიდან, რომ ფარულობა 2014 -ში კენჭისყრისა იყო კარგი, დღეს არის ცუდი დარეალურად, ფარული კენჭისყრა უზრუნველყოფს იმას, რომ გავლენებისგან დაიცალოს კონკრეტული გადაწყვეტილება. ეს გუშინ თუ კარგი იყო, დღეს ცუდი რატომ ხდება, ამას ვერ ვხვდები. რაც შეეხება გამოცდას, ვითვალისწინებთ სრულად. რაც შეეხება ინტერესთა კონფლიქტს – მოსამართლეობის კანდიდატი, რომელიც იმავდროულად არის იუსტიციის საბჭოს წევრი, გამოირიცხება ყველანაირი პროცედურიდან, მათ შორის, ბოლო კენჭისყრიდან. მათ შორის ბოლო კენჭისყრიდან. თქვენ ამბობთ, რომ ამას არ ვითვალისწინებთ. ესეც არის სიცრუე შესაბამისად. რაც შეეხება ხელმისაწვდომობას ყველანაირ დოკუმენტაციაზე, რაც შეეხება ასაკს, ეს საკითხი ფაქტობრივად, არ დაგიყენებიათ, სამსჯელო თემა შეიძლება იყოს და აქ პრობლემას ვერავინ ხედავს და გასაგებია ყველაფერი. გამოდის, რომ უდიდეს ნაწილს ვითვალისწინებთ და იმ არაძირითად ჩანაწერზე, რომელიც ძირითად რეკომენდაციებში საერთოდ ვერ მოხვდა, აპელირებთ, რადგან ისევ და ისევ გავლენებზე ფიქრობთ და რაღაც ისეთი უტოპიური წარმოდგენები გაქვთ შემდეგ პარლამენტზე, მგონი, გგონიათ, რომ რაღაც წარმატებას მიაღწევთ“,- განაცხადა დეპუტატმა.

მისი განმარტებით, ეს რეკომენდაცია ძირითად რეკომენდაციებში ვერ მოხვდა, თუმცა შესაძლოა, ნორმალური პროცედურის დროს, ყველა მოსამართლის დანიშვნა ისედაც ვერ მოხერხდეს.

„ფორსმაჟორულ სიტუაციაში ჩვენ არ ვაპირებთ ვინმეს კანდიდატურის გავლას. ისედაც ასე შეიძლება მოხდეს და ორგანულ კანონში ამის ასახვას თუ ითხოვთ, ესეც ხალხის მოტყუებაა, იმიტომ, რომ ეს არის შეუძლებელი“,- აღნიშნა საქართველოს პარლამენტის წევრმა.