მამუკა მდინარაძე - ჩვენი მთავარი ამოსავალი წერტილი იყო, რომ რისკის ქვეშ არ დავაყენეთ თუნდაც ერთი ადამიანის, თუნდაც ერთი ბავშვის ჯანმრთელობა და სიცოცხლე
მამუკა მდინარაძე - ჩვენი მთავარი ამოსავალი წერტილი იყო, რომ რისკის ქვეშ არ დავაყენეთ თუნდაც ერთი ადამიანის, თუნდაც ერთი ბავშვის ჯანმრთელობა და სიცოცხლე

საპარლამენტო უმრავლესობა სრული შემადგენლობით ადასტურებს გადაწყვეტილებას და თავიდან ბოლომდე იზიარებს მას, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ „ხალხის ძალის“ კანონპროექტის გაწვევასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, მთავარი იყო, რომ არცერთი ადამიანის ჯანმრთელობა და სიცოცხლე არ დამდგარიყო საფრთხის ქვეშ.

„მთავარი ამოსავალი წერტილი იყო, რომ რისკის ქვეშ არ დავაყენეთ თუნდაც ერთი ადამიანის, თუნდაც ერთი იქ მყოფი ბავშვის ჯანმრთელობა და სიცოცხლე. როგორც ჩანდა, ამის რისკები შეიძლება, გაზრდილიყო მრავალ ფაქტორთან დაკავშირებით, მრავალი საფუძვლით. აქედან გამომდინარე, პირველი რიგის ამოცანად დავისახეთ, გვერდზე გადავდოთ ყველაფერი, ეს იყო მთავარი წითელი ხაზი, მთავარი წყალგამყოფი, რის გამოც ჩვენ არ გავრისკეთ ერთი ახალგაზრდის სიცოცხლე და ჯანმრთელობა“, – განაცხადა მდინარაძემ.

„ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს, „ხალხის ძალისა“ და საპარლამენტო უმრავლესობის ერთობლივ განცხადებაში ნათქვამია, რომ საპარლამენტო უმრავლესობამ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის გაწვევის გადაწყვეტილება მიიღო.