მამუკა მდინარაძე - ჩვენ ვერ ვიტყვით, რომ რუსეთის საგარეოს პასუხი კორექტული იყო
მამუკა მდინარაძე - ჩვენ ვერ ვიტყვით, რომ რუსეთის საგარეოს პასუხი კორექტული იყო

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლის მამუკა მდინარაძის განცხადებით, რუსეთის საგარეო უწყების პასუხი საქართველოს პრემიერის მიმართვასთან დაკავშირებით, ვერ ვიტყვით, რომ ეს იყო კორექტული პასუხი.

„ჩვენ ვერ ვიტყვით, რომ ეს იყო კორექტული პასუხი. პასუხი არის იმ პოლიტიკის გაგრძელება, რასაც რუსეთი ახორციელებს.

ამ პასუხით ცდილობენ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩადენილი დანაშაულისგან გამიჯვნას, რაც არ გამოუვათ, რადგან იმაზე რაც ცხინვალსა და აფხაზეთში ხდება პასუხისმგებლობა ყოველთვის ოკუპანტ ქვეყანას ეკისრება“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

რაც შეეხება არჩილ ტატუნაშვილთან დაკავშირებით ოპოზიციასთან ერთობლივად რეზოლუციის მიღებას, არც შეთანხმება და არც შეუთანხმებლობაა თვითმიზანი.

„რეზოლუცია იქნება მკაცრი, რეზოლუცია ასახავს სიტუაციას ჩვენ ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

დატოვე კომენტარი