მამუკა მდინარაძე - ჩვენ ევროინტეგრაცია კონსტიტუციაში ჩავწერეთ, რათა ყველასთვის ნათელი ყოფილიყო, რომ ჩვენი კურსი ურყევია
მამუკა მდინარაძე - ჩვენ ევროინტეგრაცია კონსტიტუციაში ჩავწერეთ, რათა ყველასთვის ნათელი ყოფილიყო, რომ ჩვენი კურსი ურყევია

ჩვენი დასავლური მიმართულება არის ერთადერთი შანსი ქვეყნის სტაბილური განვითარების, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის, მარია ზახაროვას განცხადებასთან დაკავშირებით აღნიშნა.

დეპუტატის თქმით, საქართველომ აღნიშნულ კურსს არასოდეს უნდა გადაუხვიოს.

„ასეთმა საკითხებმა და განცხადებებმა არ უნდა შეგვაწუხოს, რადგან ჩვენ ვართ ის ადამიანები, რომლებმაც ევროინტეგრაცია კონსტიტუციაში ჩავწერეთ, რათა ყველასთვის ნათელი ყოფილიყო, რომ ჩვენი კურსი ურყევია, რაც არის ევროპა და ევროატლანტიკური სივრცე, რომლის ნაწილიც უნდა გავხდეთ“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

დატოვე კომენტარი