მამუკა მდინარაძე - ჩემთვის და ნებისმიერი ობიექტურად მოფიქრალი ადამიანისთვის წარმოუდგენელია, ევროინტეგრაციასთან მიმართებით იმისთვის დადგეს საფრთხის წინაშე ქვეყანა, რაც თავად ევროკავშირმა დააინიცირა
მამუკა მდინარაძე - ჩემთვის და ნებისმიერი ობიექტურად მოფიქრალი ადამიანისთვის წარმოუდგენელია, ევროინტეგრაციასთან მიმართებით იმისთვის დადგეს საფრთხის წინაშე ქვეყანა, რაც თავად ევროკავშირმა დააინიცირა

წარმოუდგენელია ჩემთვის და ნებისმიერი ობიექტურად მოფიქრალი ადამიანისთვის, რომ ევროინტეგრაციასთან მიმართებით იმისთვის დადგეს საფრთხის წინაშე ჩვენი ქვეყანა, რაც თავად ევროკავშირმა დააინიცირა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

„წარმოიდგინეთ, რა პარადოქსს ამტკიცებთ, თავად ევროკავშირმა რაც დააინიცირა, ეს ქვეშ აყენებს საქართველოსო. ანუ თქვენ ამბობთ, რომ დასავლეთიდან შემოვიდეს შავი ფული და სხვა ქვეყნიდან – არა. გერმანიაში რომ დაარეგისტრირონ რუსებმა კომპანია და იქიდან აფინანსონ ოკუპაციის მხარდაჭერა, რას შვრებით?! კანონის მიზნობრიობა არის ნებისმიერი ქვეყნიდან შემოსული ფულის გამჭვირვალობა. მოხდეს ნებისმიერი ქვეყნიდან შემოსული ფულის დეკლარირება – დასავლეთიდანაც, აღმოსავლეთიდანაც, ჩრდილოეთიდანაც და სამხრეთიდანაც. თქვენ ამბობთ, რომ დასავლეთიდან შემოვიდეს შავი ფული და ჩრდილოეთიდან, აღმოსავლეთიდან და სამხრეთიდან – არა, და რანაირი ამბავია ეს?!“ – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.