მამუკა მდინარაძე - ცე ჰეპატიტის პროგრამის დისკრედიტაციის მიზანია, ოპოზიციამ „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი მთავარი წარმატება ნეგატივში გადაიყვანოს
მამუკა მდინარაძე - ცე ჰეპატიტის პროგრამის დისკრედიტაციის მიზანია, ოპოზიციამ „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი მთავარი წარმატება ნეგატივში გადაიყვანოს

ცე ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა საქართველოს ერთ-ერთი მთავარი წარმატებაა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ამ პროგრამის დისკრედიტაციის მიზანია, ოპოზიციამ „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი მთავარი წარმატება ნეგატიურ ჭრილში წარმოაჩინოს.

„სიკეთის დისკრედიტაცია არის ბოროტება. ცე ჰეპატიტის პროგრამა არის ამ ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი წარმატება, ეს მსოფლიოში უპრეცედენტო პროექტია და რაღაც მანიპულაციები, ბინძური განცხადებები, ამ პროექტის დისკრედიტაცია არის ჩვეულებრივი ბოროტება, რადგან ამ დონის სიკეთე ამ ქვეყანას და მსოფლიოში არცერთ ქვეყანას არ მიუღია. ეს ემსახურება ერთადერთ მიზანს, რომ ერთ-ერთი მთავარი წარმატება „ქართული ოცნების“, რამენაირად ნეგატივში გადაიყვანონ ჩვენმა ძვირფასმა ოპოზიციონერებმა“, – განაცხადა უმრავლესობის ლიდერმა.

დატოვე კომენტარი