მამუკა მდინარაძე - ბუნდესტაგის წარმომადგენლებმა ვიზალიბერალიზაციის სრული მხარდაჭერა დააფიქსირეს
მამუკა მდინარაძე - ბუნდესტაგის წარმომადგენლებმა ვიზალიბერალიზაციის სრული მხარდაჭერა დააფიქსირეს

ბუნდესტაგის წარმომადგენლებმა ვიზალიბერალიზაციის სრული მხარდაჭერა დააფიქსირეს, – ეს განცხადება საპარლამენტო ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ ბუნდესტაგის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა.

შეხვედრას გერმანიის მხრიდან ესწრებოდა ბუნდესტაგის ვიცე-სპიკერი კლაუდია როტიც.

„ჩვენ გვქონდა ძალიან საინტერესო შეხვედრა ბუნდესტაგის წარმომადგენლებთან. მათ დააფიქსირეს მკაფიო მხარდაჭერა ჩვენი ქვეყნის მიმართ, ასევე მხარდაჭერას გაუსვეს ხაზი და აღნიშნეს მიღწევა, რომელიც ვიზალიბერალიზაციის შედეგად გვქონდა და მათი მხარდაჭერა იყო ძალიან გამოკვეთილი. რაიმე საფრთხეებზე მათ არ უსაუბრიათ”,- აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია საპარლამენტთაშორისო კავშირის ფორუმის ფარგლებში ჟენევაში შეხვედრებს ხვალაც გამართავს.

 

დატოვე კომენტარი