მამუკა მდინარაძე - ბოროტება და ძალადობა ქვეყანაში არ უნდა დაბრუნდეს
მამუკა მდინარაძე - ბოროტება და ძალადობა ქვეყანაში არ უნდა დაბრუნდეს

ბოროტება და ძალადობა ქვეყანაში არ უნდა დაბრუნდეს,- ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მდინარაძის თქმით, მმართველი გუნდის მიზანია გამოწვევებზე ადეკვატური პასუხი გასცეს.

„თქვენ ხედავთ, რომ მეორე ტურის შედეგად მოხდა პოლარიზაცია ძალების. როდესაც ერთ მხარეს დგას, ჩვენდა სამწუხაროდ და ამაში საკუთარ თავშიც უნდა ვეძებოთ პრობლემები, „ნაციოანალური მოძრაობა“.

აქ მე მგონია, საზოგადოების გადაწყვეტილების შესახებ, წინასწარვე უნდა იყოს ცნობილი, რომ ბოროტება და ძალადობა ქვეყანაში არ უნდა დაბრუნდეს.

ამასობაში, მეორე მხარეს არის გულწრფელი ძალა, რომელიც არ ერიდება გამოწვევებზე საუბარს, არ ერიდება პრობლემებზე საუბარს და ეს გულწრფელობა არის ერთ-ერთი საფუძველი იმისა, რომ მომავალში როგორც დემოკრატიულობის საწყისები, დემოკრატიული კომპონენტები განვითარდა ამ ქვეყანაში. ასეთივე განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს ეკონომიკურ მდგომარეობას, ასეთივე განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს იმ რეალურ გამოწვევებს, რომელიც ჩვენი მოქალაქეების წინაშე დგას.

გუშინვე მოვისმინეთ განცხადებები, რომ ოპოზიციური სპექტრი, ეს იყო ორი თუ რამდენიმე სხვადასხვა ფრთა, ერთიანდება. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ ამ ძალის წინააღმდეგ, საზოგადოება კიდევ ერთხელ იტყვის თავის სიტყვას. თუმცა ეს არ არის მთავარი მიზანი, რომ მხოლოდ „ნაციონალურ მოძრაობას“ უთხრას ქართულმა საზოგადოებამ არა. ამის გარდა უნდა იყოს, ძალა მმართველი გუნდის სახით, რომელიც გამოწვევებზე გასცემს ადეკვატურ პასუხს“,- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.