მამუკა მდინარაძე - ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნება პირველ რიგში მინდა, მივულოცო „ქართული ოცნების“ ყველა წევრს და ყველა მხარდამჭერს
მამუკა მდინარაძე - ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნება პირველ რიგში მინდა, მივულოცო „ქართული ოცნების“ ყველა წევრს და ყველა მხარდამჭერს

ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნება პირველ რიგში მინდა, მივულოცო „ქართული ოცნების“ ყველა წევრს, რომელთაც ყველაზე მეტად გაეხარდა და ყველა მხარდამჭერს, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილი მნიშვნელოვნად გააძლიერებს „ქართული ოცნების“ გუნდს.

„ყველა კარგად ხვდება, რამდენად დიდი არის მისი ფაქტორი ქართულ პოლიტიკაში. გუნდისთვის ეს არის უდიდესი წინსვლა და უკარგესი ახალი ამბავი. მიზნებთან დაკავშირებით თავად ბიძინა ივანიშვილმა ისაუბრა. იმაზე გამახვილა ყურადღება, რომ იმ რისკების გათვალისწინებით, როდესაც ოპოზიციის ფაქტობრივად არ არსებობას, რა მოყვება ხოლმე ამას ქვეყანაში. როგორც გუნდს, ისე ხალხს ბევრი გამოწვევა გვაქვს, ასევე ქვეყანას, რასაც სჭირდება სრული კოორდინაცია, რასაც საჭირდება რისკების აბსოლიტური დაზღვევა და გონიერი გათვლები, რაშიც ბიძინა ივანიშვილი მიიღებს უმნიშვნელოვანეს მონაწილეობას მისი რჩევები და მასთან კონსულტაციები ფასდაუდებელია ამ მიმართულებით, ეს არავისთვის დასამალი არ არის, ჩვენ კი არა ეს ჩვენმა ოპონენტებმა ჩვენზე კარგად იციან“, – განაცხადა მდინარაძემ.