მამუკა მდინარაძე - ბიძინა ივანიშვილის განცხადება, რომ ოპოზიცია უფრო მეტად აფასებს, ვიდრე მმართველი გუნდი, ჩემთვის დიდი გამოწვევაა
მამუკა მდინარაძე - ბიძინა ივანიშვილის განცხადება, რომ ოპოზიცია უფრო მეტად აფასებს, ვიდრე მმართველი გუნდი, ჩემთვის დიდი გამოწვევაა

ბიძინა ივანიშვილის განცხადება, რომ ოპოზიცია უფრო მეტად აფასებს, ვიდრე მმართველი გუნდი, ჩემთვის დიდი გამოწვევაა, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

როგორც მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, მმართველი გუნდის წევრებმაც ისევე უნდა შეძლონ მეტი ინფორმაციის, მეტი დეტალის მიტანა საზოგადოებამდე, როგორც ამას პარტიის ლიდერი აკეთებს.

“ჩემთვის ძალიან დიდი გამოწვევაა, რომ ბატონი ბიძინა ივანიშვილის რესურსზე ყველა მიმართულებით უფრო მეტი ვილაპარაკოთ, ჩვენს ოპონენტებს უფრო მეტი დეტალების შესახებ ჩავყვეთ თავიანთ სპეკულაციურ განცხადებებში. ეს ჩემთვის ერთგვარი გამოწვევაა”, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილთან ექსკლუზიური ინტერვიუ პირველი არხის ეთერში, გადაცემაში –  „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ გავიდა. როგორც ბიძინა ივანიშვილმა აღნიშნა, ოპოზიცია ცოტა მეტად აფასებს, ვიდრე საკუთარი გუნდი.