მამუკა მდინარაძე - ბევრი გვარი იქნება დასახელებული, ვიდრე კანდიდატზე შევჯერდებით, „ქართული ოცნება“ სახალხო დამცველის არჩევას დამოუკიდებლად ვერ შეძლებს, ამისთვის გვჭირდება კონსენსუსი
მამუკა მდინარაძე - ბევრი გვარი იქნება დასახელებული, ვიდრე კანდიდატზე შევჯერდებით, „ქართული ოცნება“ სახალხო დამცველის არჩევას დამოუკიდებლად ვერ შეძლებს, ამისთვის გვჭირდება კონსენსუსი

შემიძლია, დაგიდასტუროთ, რომ კარგად ვიცნობ ჩუგოშვილსაც და ხუციშვილსაც. კიდევ ბევრი გვარი იქნება დასახელებული, ვიდრე კანდიდატზე შევჯერდებით, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

ჟურნალისტმა მას ჰკითხა: სახალხო დამცველის კანდიდატებთან დაკავშირებით ჩუგოშვილზე, ხუციშვილზე არის საუბარი. შეგიძლიათ, დაადასტუროთ ეს ინფორმაცია?

მამუკა მდინარაძის თქმით, სახალხო დამცველის არჩევას „ქართული ოცნება“ დამოუკიდებლად ვერ შეძლებს, არამედ ამისთვის საჭიროა კომპრომისი, კონსენსუსი ოპოზიციასთან.

„შემიძლია, დაგიდასტუროთ, რომ კარგად ვიცნობ ჩუგოშვილსაც და ხუციშვილსაც. კიდევ ბევრი გვარი იქნება. მხოლოდ ეს შემიძლია, გითხრათ, რომ კიდევ ბევრი გვარი იქნება დასახელებული, ვიდრე კანდიდატზე შევჯერდებით. მოგეხსენებათ, ამისთვის 90 ხმა არის პარლამენტში საჭირო. ანუ ეს იმას ნიშნავს, რომ საპარლამენტო უმრავლესობა, ფრაქცია „ქართული ოცნება“ სახალხო დამცველის არჩევას დამოუკიდებლად ვერ შეძლებს. ამისთვის ჩვენ გვჭირდება კომპრომისი, კონსენსუსი. აქედან გამომდინარე, მარტო ჩვენზე არ იქნება დამოკიდებული. რაც არ უნდა გვარებზე ვილაპარაკოთ დღეს, არ იქნება რეალური ჩემი პასუხი. გვარებზე ვერაფერს ვიტყვი, გარდა იმისა, რომ ბევრი კანდიდატი დასახელდება, თუმცა საბოლოო ჯამში, ჩვენ გარკვეული კონსენსუსის მიღწევა მოგვიწევს ამ მიმართულებით“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

დატოვე კომენტარი