მამუკა მდინარაძე - არც ერთ ადამიანს ინდულგენცია  არ აქვს, რომ დაკითხვაზე უარი თქვას, ვალდებულებები უნდა შევასრულოთ, იქნება ეს  მელია თუ სხვა პოლიტიკოსი
მამუკა მდინარაძე - არც ერთ ადამიანს ინდულგენცია არ აქვს, რომ დაკითხვაზე უარი თქვას, ვალდებულებები უნდა შევასრულოთ, იქნება ეს მელია თუ სხვა პოლიტიკოსი

ჩემი საქმე არ არის, რომელ სისხლის სამართლის საქმეზე, ვინ დაიკითხება. არც ერთ ადამიანს ამ ქვეყანაში ინდულგენცია და იმუნიტეტი არ აქვს, რომ დაკითხვაზე უარი თქვას, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, სახელმწიფო უწყებები კანონის ფარგლებში მოქმედებენ.

„შედარება რომ გააკეთოთ, პოლიტიკური დევნა იცით რომელი იყო? – ერთმანეთს რუსეთის აგენტობას რომ აბრალებდნენ და ახლა ერთად იბრძვიან და ამ ნარატივებს ერთად ალაგებენ. დღეს პოლიტიკური დევნა შეუძლებელია იყოს იქიდან გამომდინარე, რომ პოლიტიკური ნება კი არა, სისტემებია ერთგვარად აწყობილი, მათ შორის უკიდურესად კრიტიკული და ტენდენციური არასამთავრობო სექტორი, სახალხო დამცველი და ა.შ. ამ ქვეყანაში სახელმწიფო უწყებები მოწოდებული არიან, რომ თეორიულ დონეზეც კი არ იყოს დაშვება რაღაც მიკერძოებულის, არათუ რომელიმე გამოძიების პოლიტიკური დევნის იარაღად გამოყენების. რომელ სისხლის სამართლის საქმეზე, ვინ დაიკითხება, ეს ჩემი საქმე არ არის. არც ერთ ადამიანს ამ ქვეყანაში ინდულგენცია და იმუნიტეტი არ აქვს, რომ დაკითხვაზე უარი თქვას. შესაბამისად, ყველა ჩვენგანს გარკვეული ვალდებულება გვაქვს, რაზეც ამ ქვეყანაში იმუნიტეტი არავის გააჩნია. ვალდებულებები უნდა შევასრულოთ, მელია იქნება ეს თუ სხვა პოლიტიკოსი. სახელმწიფო უწყებები კანონის ფარგლებში მოქმედებენ“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.