მამუკა მდინარაძე - არასამთავრობო ორგანიზაციების ზოგიერთი წარმომადგენელი შესაძლოა, სასაცილო მდგომარეობაში აღმოჩნდეს 
მამუკა მდინარაძე - არასამთავრობო ორგანიზაციების ზოგიერთი წარმომადგენელი შესაძლოა, სასაცილო მდგომარეობაში აღმოჩნდეს 

არასამთავრობო ორგანიზაციების ზოგიერთი წარმომადგენელი შესაძლოა, აღმოჩნდეს ძალიან უხერხულ ან სასაცილო მდგომარეობაში, როდესაც ისინი აკეთებენ განცხადებებს ცალმხრივად, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

„ჩვენ ვნახეთ სიუჟეტები, ჩანაწერები. ერთ-ერთ ჩანაწერზე გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ არის ყალბი. ამ ფონზე, როდესაც არასამთავრობოები არ ელოდებიან გამოძიებას და ამ დროს ობიექტურობაზე აქვთ პრეტენზია, ძალიან რბილად რომ ვთქვათ, ეს არ არის სწორი. ისინი უნდა დაელოდონ გამოძიების შედეგებს, მოისმინონ ყველა მხარის არგუმენტი და მტკიცებულებებზე დაყრდნობით უნდა გამოიტანონ დასკვნა”, – განაცხადა მდინარაძემ.

არასამთავრობო ორგანიზაციებმა გუშინ ერთობლივი განცხადება გაავრცელეს.

დატოვე კომენტარი