მამუკა მდინარაძე - არარსებული დღის წესრიგის შექმნის მცდელობაა თავისი ნახატის გამტაცებლის ავტორის თავგამოდებით დაცვა, სამწუხაროა, რომ პრეზიდენტიც გაება მახეში
მამუკა მდინარაძე - არარსებული დღის წესრიგის შექმნის მცდელობაა თავისი ნახატის გამტაცებლის ავტორის თავგამოდებით დაცვა, სამწუხაროა, რომ პრეზიდენტიც გაება მახეში

არარსებული დღის წესრიგის შექმნის მცდელობაა თავისი ნახატის გამტაცებლის ავტორის ასე თავგამოდებით დაცვა, ზუსტად იციან, რომ თავისივე საკუთრების ქურდობაში ბრალი ვერავის დაედება, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯომარე მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში წერს.

მდინარაძის თქმით, სამწუხაროა, რომ პრეზიდენტიც კი გაება მახეში.

„ბრძოლა თავისივე მოგონილი პრობლემის აღმოსაფხვრელად – ამ ტრენდის დალაგების და არარსებული დღის წესრიგის შექმნის მცდელობაა თავისი ნახატის გამტაცებლის ავტორის ასე თავგამოდებით დაცვა, განსაკუთრებით იმ დროს, როდესაც მას დასაცავი არაფერი ჭირს. ზუსტად იციან, რომ თავისივე საკუთრების ქურდობაში ბრალი ვერავის დაედება.

აწეული კამპანიაც საზოგადოებაზე არასწორი წარმოდგენის შედეგი და ერთგვარი მახეა ზედმეტად გულუბრყვილო ან ზედმეტად სუბიექტური ადამიანებისთვის. სამწუხაროა, რომ თვით პრეზიდენტიც კი გაება ამ მახეში“, – წერს მამუკა მდინარაძე.

ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში დაწერა: „20 პოლიციის მანქანა ცისფერი გალერეის უკანა ეზოში. მხატვარი ესოდენ საფრთხეს უქმნიდეს სახელმწიფოს? ცოტა არ იყოს, სხვა ეპოქას გვახსენებს და თანამედროვე საქართველოს კი ნამდვილად არცხვენს“.