მამუკა მდინარაძე - არანაირი სახალხო დამცველი საქართველოში არ არის, ეს არის „ნაცების“ სახალხოდ დამცველი
მამუკა მდინარაძე - არანაირი სახალხო დამცველი საქართველოში არ არის, ეს არის „ნაცების“ სახალხოდ დამცველი

სამწუხაროდ, ჩვენ სახალხო დამცველი არ გვყავს, ეს არის „ნაცების“ სახალხოდ დამცველი, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძე ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, არანაირი სახალხო დამცველი საქართველოში არ არის.

„ეს არის ადამიანი, რომელიც ქსენოფობიურ კამპანიას აწარმოებს. ამ ადამიანის მოწოდებები ერთია და მეორე ის, რომ ჩვენ 90 ხმა გვჭირდება, დამოუკიდებლად 80 დეპუტატი ამ გადაწყვეტილებას ვერ მივიღებთ და ბუნებრივია, კონსენსუსი გვჭირდება ოპოზიციასთან, რათა სახალხო დამცველი ავირჩიოთ. ამ არჩევას იმედია, კომპრომისის გზით, ოპოზიციის წარმომადგენლებთან ერთად მივაღწევთ“, – განაცხადა მდინარაძემ.