მამუკა მდინარაძე - არ ვართ ის ადამიანები, რომლებიც, წინა ხელისუფლების მსგავსად, უპასუხისმგებლო, დამნაშავე ფსიქოლოგიით იტყვიან, რომ სულს ამოხდიან და უბედურებას დაატრიალებენ
მამუკა მდინარაძე - არ ვართ ის ადამიანები, რომლებიც, წინა ხელისუფლების მსგავსად, უპასუხისმგებლო, დამნაშავე ფსიქოლოგიით იტყვიან, რომ სულს ამოხდიან და უბედურებას დაატრიალებენ

ჩვენ ვზრუნავთ იმ ადამიანების ჯანმრთელობაზე, ვინც დაზიანდნენ და ვფიქრობთ, მსგავსი გადაცდომის დროს პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროთ კონკრეტულ ადამიანებს კონკრეტულ შემთხვევებში, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ 20 ივნისს აქციის დაშლის შესახებ დასმულ კითხვაზე განაცხადა.

„ამაზე ყველა ვთანხმდებით. არავისთვის არ არის კარგი სანახავი და არავის სიამოვნებს. არ ვართ ის ადამიანები, რომლებიც, წინა ხელისუფლების მსგავსად, დადგებიან და უპასუხისმგებლო, დამნაშავე ფსიქოლოგიით იტყვიან, რომ სულს ამოხდიან და უბედურებას დაატრიალებენ. ეს არავის სიამოვნებს. ჩვენ ვზრუნავთ იმ ადამიანების ჯანმრთელობაზე, ვინც დაზიანდნენ და ვფიქრობთ, მსგავსი გადაცდომის დროს პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროთ კონკრეტულ ადამიანებს კონკრეტულ შემთხვევებში. ამ შემთხვევისგან დამოუკიდებლად, ვერც ერთმა არასამთავრობო ორგანიზაციამ ვერ თქვა რომ ძალა არ უნდა ყოფილიყო გამოყენებული მაშინ, როცა სახეზე იყო აშკარა თავდასხმა“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

კითხვაზე, უნდა გადადგეს თუ არა შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია, მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ გუნდის პოზიციაა, კონკრეტულ ფაქტებს, კონკრეტული რეაგირება მოჰყვეს.

„პასუხისმგებლიან ხელისუფლებაზე როცაა საუბარი, პასუხისმგებლობას იღებს თითოეული პირი, მაგრამ როდესაც საუბარია კონკრეტულ შემთხვევებზე, როდესაც დაშავებული არიან ადამიანები, როდესაც აუცილებლობა არ იყო, ეს აუცილებლად გასამიჯნია. აქ უნდა მოჰყვეს კონკრეტული რეაგირება. ესაა ჩემი და ჩვენი პოზიცია, რომელიც არ გადაიხედება“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.