მამუკა მდინარაძე - არ ვაპირებთ რადიკალიზაციაში ჩაყოლას, ქვეყანა აგრძელებს სწრაფვას ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრობისაკენ, ამას წინ ვერანაირი ტყუილები ვერ დაუდგება
მამუკა მდინარაძე - არ ვაპირებთ რადიკალიზაციაში ჩაყოლას, ქვეყანა აგრძელებს სწრაფვას ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრობისაკენ, ამას წინ ვერანაირი ტყუილები ვერ დაუდგება

საზოგადოების ინტერესებიდან და ჩვენი დასავლელი პარტნიორების მკაფიო პოზიციიდან გამომდინარე, არ ვაპირებთ რადიკალიზაციაში ჩაყოლას. მოლაპარაკების მაგიდასთან ველით მათ თუნდაც ერთ კომპრომისულ წინადადებას, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში წერს.

მდინარაძის თქმით, ქვეყანა აგრძელებს სტაბილურ, დემოკრატიულ განვითარებას და სწრაფვას ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრობისაკენ.

უმრავლესობის წევრი აცხადებს, რომ ქვეყნის ევროპულ წინსვლას წინ ვერანაირი ტყული ვერ დაუდგება.

ოპოზიციამ ბუნებრივია იცოდა, რომ გუშინ ქვეყნდებოდა ეუთო/ოდირის საბოლოო და ძალიან პოზიტიური დასკვნა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შესახებ. იციან, რომ მათი მხრიდანაც გადმოსადგმელია ერთი კომპრომისული ნაბიჯი მაინც. მათი ნაწილი განიხილავს კიდეც ასეთი წინადადების უახლოეს დღეებში დაყენებას. და რას აკეთებს „ის“, ვისაც შეთანხმების გაგონებაც არ უნდა – შავი არქივიდან იღებს ძველ ფარულ ჩანაწერებს, ჩეხავს, ამონტაჟებს, ცვლის კონტექსტს, შინაარსს და ამ გაყალბებული რეალობით ხელახლა ცდილობს ხალხის გაბრაზებას, – რადგან წინა რამდენიმე მცდელობამ არ გაამართლა. სახელი: საინფორმაციო ტერორი საბჭოთა, „კაგებეშნიკური“ მეთოდებით საკუთარი მოსახლეობის წინააღმდეგ. მიზანი: მოლაპარაკების ჩაშლა, რევანში, სახელმწიფოს ჩამოშლა და ხელისუფლების ხელში ჩაგდება. შედეგი: მორიგი წარუმატებელი მცდელობა.

პ.ს ამის მიუხედავად (ქვეყნის, საზოგადოების ინტერესებიდან და ჩვენი დასავლელი პარტნიორების მკაფიო პოზიციიდან გამომდინარე, (რომელსაც ძალიან ვაფასებთ), არ ვაპირებთ რადიკალიზაციაში ჩაყოლას. მოლაპარაკების მაგიდასთან ველით მათ თუნდაც ერთ კომპრომისულ წინადადებას. ქვეყანა აგრძელებს სტაბილურ, დემოკრატიულ განვითარებას და სწრაფვას ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრობისაკენ. ამას წინ ვერანაირი „კარგად გადაფუთული“ ტყუილები ვერ დაუდგება“, – წერს მდინარაძე სოციალურ ქსელში.

ოპოზიციამ ბუნებრივია იცოდა, რომ გუშინ ქვეყნდებოდა ეუთო/ოდირის საბოლოო და ძალიან პოზიტიური დასკვნა 2020 წლის საპარლამენტო…

Posted by მამუკა მდინარაძე / Mamuka Mdinaradze on კვირა, 07 მარტი, 2021