მამუკა მდინარაძე - არ შეიძლება, თვითმმართველობის არჩევნებზე მიაბა საპარლამენტო არჩევნების ბედი და ასეთი კვაზი, მახინჯი პრაქტიკა შემოიტანო
მამუკა მდინარაძე - არ შეიძლება, თვითმმართველობის არჩევნებზე მიაბა საპარლამენტო არჩევნების ბედი და ასეთი კვაზი, მახინჯი პრაქტიკა შემოიტანო

გუშინ ამაზე საუბარი მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. უამრავი კითხვა დაგვისვეს და ვერ გაარკვიეს, ვისი ინიციატივაა. ხან იძახის, რომ „ოცნების“, ხან იძახის, ფასილიტატორი ელჩების. დღეს ირკვევა, რომ ეს ოპოზიციის შიდა საუბრებია. იქ განიხილავენ რაღაც ვერსიებს, – ამის შესახებ  „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ ინიციატივასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ თუ „ქართული ოცნება“ თვითმმართველობის არჩევნებზე ხმათა 48-50 პროცენტს არ მიიღებს, შესაძლოა, რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები დაინიშნოს.

მისივე თქმით, არ შეიძლება თვითმმართველობის არჩევნებზე მიაბა საპარლამენტო არჩევნების ბედი. ამასთან, როგორც მდინარაძე ამბობობს, არათუ მსგავს შეთანხმებაში, არამედ მოლაპარაკებაშიც კი „ქართული ოცნება“ მონაწილეობას ვერ მიიღებს.

„უფრო მეტსაც გეტყვით, მეტ ინფორმაციას მოგაწვდით, რომ იქ განიხილება ვერსია, თუ „ოცნება“ წააგებს 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებს, ამ შემთხვევაში, მათ მეტი ლეგიტიმაცია ექნებათ, რომ რიგგგარეშე არჩევნები მოითხოვონ. როგორც ჩანს, გამოსავაჭრებლად თვითონ შემოიტანეს ეს ტერმინი და მეც გამოვიყენებ, უფრო მეტს საუბრობენ. ერთი სიტყვით, რაღაც ვერსიებს აყალიბებენ, რაც თავიდანვე, ჩანასახში, არასერიოზულია.

არ შეიძლება, რაც უნდა სხვა გარემოებები იყოს, ერთი რომელიღაც სხვა არჩევნების შედეგებზე, მაგალითად, თვითმმართველობის არჩევნებზე მიაბა საპარლამენტო არჩევნების ბედი და ასეთი კვაზი, მახინჯი პრაქტიკა შემოიტანო. თუმცა, მათ აქვთ მსჯელობის უფლება და თავისუფლება. ჩვენ ამაში ვერ ჩავერევით. ირკვევა, რომ ისინი შიგნით ლაპარაკობენ, თუ თვითმმართველობის არჩევნებში „ქართული ოცნება“ ვერ გაიმარჯვებს, ამ შემთხვევაში, მათ იმის ლეგიტიმაცია ექნებათ, რომ რიგგარეშე არჩევნები მოითხოვონ. მსგავს შეთანხმებაში კი არა, მსგავს მოლაპარაკებაში, საუბარში „ქართული იცნება“ მონაწილეობას ვერ მიიღებს. ვერ დავნერგავთ მახინჯ პრაქტიკას, რომ თუ საპარლამენტო არჩევნებში ამდენ პროცენტს მიიღებ, მოუგებ ან წააგებ, შემდეგ არჩევნებში ამ დათქმით გავაკეთოთ, ეს არ შეიძლება. დღევანდელ დღეს კი არა, ათი და 20 წლის შემდეგ პროცესებს დავაზიანებთ ასეთი მახინჯი მიდგომით. ასეთი მიდგომა არ შეიძლება, წარმოუდგენელია და ჩვენ ამ პროცესში ვერ შევალთ“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.