მამუკა მდინარაძე აქციებზე ნიღბების გამოყენების აკრძალვასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ იქნება გარკვეული დაზღვევა, რათა მედიის წარმომადგენლებს დაბრკოლებები არ შეექმნათ
მამუკა მდინარაძე აქციებზე ნიღბების გამოყენების აკრძალვასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ იქნება გარკვეული დაზღვევა, რათა მედიის წარმომადგენლებს დაბრკოლებები არ შეექმნათ

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე აქციებზე ნიღბების გამოყენების აკრძალვასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ იქნება გარკვეული დაზღვევა, რათა მედიის წარმომადგენლებს დაბრკოლებები არ შეექმნათ.

მდინარაძეს კითხვა დაუსვეს, რომლის მიხედვითაც, არსებობს ინიციატივა, რომ ნიღბები მედიის წარმომადგენლებისთვის მაინც იყოს დასაშვები და რა შეფასებას გააკეთებდა ამასთან დაკავშირებით.

„მედიის წარმომადგენლებთანაც ვილაპარაკე კადრს მიღმა. ამასთან დაკავშირებით გარკვეული დაზღვევა გვექნება, რათა მედიამ სრულფასოვნად მოახერხოს მუშაობა ისე, რომ ამ მიმართულებით დაბრკოლებები არ შეექმნას“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ 8 დეკემბერს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ მიღებული იქნება კანონი, რომლითაც აიკრძალება შეკრების მონაწილეების, მათ შორის, კონტრშეკრების მონაწილეების მიერ სხვადასხვა საშუალებით სახის დაფარვა.