მამუკა მდინარაძე - ამერიკის მიერ გამოცემული აქტის სახით უპრეცედენტო მხარდაჭერასთან გვაქვს საქმე
მამუკა მდინარაძე - ამერიკის მიერ გამოცემული აქტის სახით უპრეცედენტო მხარდაჭერასთან გვაქვს საქმე

საქმე გვაქვს უპრეცედენტო მხარდაჭერასთან არა მხოლოდ ამ დოკუმენტით, არამედ ბოლო პერიოდის განმავლობაში. ეს განსაკუთრებით მაშინ ჩანს მკაფიოდ, როცა დოკუმენტი ორპარტიულია, – ასე ეხმაურება ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე ამერიკის მიერ საქართველოსადმი მხარდამჭერი აქტის გამოცემას.

მისი თქმით, საქართველოში პირველი რიგის ამოცანაა, ამერიკის, როგორც ქვეყნის მთავარი მეგობრის დამოკიდებულება.

„ამერიკის მხარდამჭერ აქტზე ოპოზიციური პარტიების მხრიდან საოცარი პოზიციები დაფიქსირდა. ყველას უნდა უხაროდეს, ასეთი დოკუმენტების არსებობა, როცა ორპარტიული მხარდაჭერაა მთავარი სტრატეგიული პარტინიორის მხრიდან. 200-გვერდიანი დოკუმენტები რომ ქვეყნდება ხოლმე, რომელიმე ფრაზას ეძებენ ოპოზიციის წარმომადგენლები, რომ იქიდან ინტერპრეტაცია მოახდინონ. ამ ორი ფრაზის ნახვა ყველა დოკუმენტში შეიძლება და ამ დოკუმენტში ეს ორი ფრაზაც კი არ არის, რომელიც დანარჩენ პუნქტებს ოდნავ მაინც გადაწონის და მათ გასახარი ინტერპრეტაციის საშუალებას მისცემს. საქმე გვაქვს უპრეცედენტო მხარდაჭერასთან არა მხოლოდ ამ დოკუმენტით, არამედ ბოლო პერიოდის განმავლობაში. ეს განსაკუთრებით მაშინ ჩანს მკაფიოდ, როცა დოკუმენტი ორპარტიულია. საქართველოში პირველი რიგის ამოცანაა, ამერიკის, როგორც ქვეყნის მთავარი მეგობრის დამოკიდებულება. როცა დამოკიდებულება ამგვარია, იქ რაღაცების ძებნა არ მგონია ქვეყნის სასიკეთო იყოს, არათუ სპეკულაციებზე ვილაპარაკოთ. მხარდამჭერი აქტი არის ქვეყნის კიდევ ერთი მორიგი გამარჯვება, რომელიც ყველამ ერთად უნდა დავაფასოთ. ეს არის ქვეყნის გამარჯვება და არა მხოლოდ „ქართული ოცნების“. ასეთ საკითხებზე უნდა გავერთიანდეთ და შვიდი ათას სიტყვაში სამ სიტყვას არ უნდა ვეძებდეთ ისეთს, რომელიც შეიძლება, რაღაც ინტერპრეტაციის საშუალებას იძლეოდეს, არ იქნებოდა ურიგი მათი მხრიდანაც“, – განაცხადა მდინარაძემ.

საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარეებმა, კონგრესმენებმა  ადამ კინზინგერმა და გერი კონოლიმ წარმომადგენელთა პალატაში კვლავ წარადგინეს საქართველოს მხარდამჭერი აქტი.

როგორც წარმომადგენელთა პალატის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, კანონპროექტი ადასტურებს ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერის გაგრძელებას საქართველოს დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის მიმართ, აღიარებს საქართველოს ერთგულებას დემოკრატიული ღირებულებებისადმი, მათ შორის, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების კუთხით და მტკიცედ ადასტურებს აშშ-ის წინააღმდეგობას რეგიონში რუსეთის აგრესიის მიმართ.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ საქართველოს სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ოკუპირებულ რეგიონებში, რუსეთი აღვივებს არეულობას, დახმარებას უწევს სეპარატისტულ მოძრაობებს და სჩადის ადამიანის უფლებების სერიოზულ დარღვევებს, მათ შორის, დაკავებებსა და მკვლელობებს.