მამუკა მდინარაძე - ახალმა დავალებამ არ დააყოვნა და გამოეფინა აგენტურა, FARA-ც რუსული კანონიაო, ახლა აღარ მოგწონთ ამერიკული სამართალი?
მამუკა მდინარაძე - ახალმა დავალებამ არ დააყოვნა და გამოეფინა აგენტურა, FARA-ც რუსული კანონიაო, ახლა აღარ მოგწონთ ამერიკული სამართალი?

ახალმა დავალებამ არ დააყოვნა და გამოეფინა აგენტურა, FARA-ც რუსული კანონიაო, ახლა აღარ მოგწონთ ამერიკული სამართალი? – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე სოცილურ ქსელში წერს.

„დათბა დღეს… ახალმა დავალებამაც არ დააყოვნა და გამოეფინა აგენტურა – FARA-ც რუსული კანონიაო… ახლა აღარ მოგწონთ ამერიკული სამართალი?!

არ იქნება სამართალი? არ იქნება მშვიდობა!“ – წერს მამუკა მდინარაძე.

ცნობისთვის, არასამთავრობო და მედიაორგანიზაციებმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, სადაც აღნიშნულია: „აშშ-ში მოქმედი „ფარა“ დამოუკიდებელი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და თავისუფალი მედიის საქმიანობას არ უპირისპირდება, ივანიშვილის არალეგიტიმურ ხელისუფლებას კი სამოქალაქო სექტორის წინააღმდეგ მიღებული რუსული კანონის გადაფუთვა სურს“.