მამუკა მდინარაძე – აგენტურული დავალებების შესრულებაში ერთ-ერთი წარჩინებული იყო სააკაშვილი, დღეს ცდილობს, პატრონებს დაუმტკიცოს, რომ ისევ აქვს გავლენა და მასზე გააკეთონ არჩევანი
საქართველოში აგენტურული ჯგუფებიდან დავალებების ერთ-ერთი ყველაზე წარჩინებული შემსრულებელი იყო მიხეილ სააკაშვილი და დღესაც თავისი როლი რჩება. ეს განსაკუთრებული როლია არა მხოლოდ პარტიაში, არამედ ე.წ. ოპოზიციურ ფლანგზე, რეალურად აგენტურულ ჯგუფებში, – ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, სააკაშვილი დღეს ეპრანჭება თავის პატრონებს.
„სააკაშვილი ცდილობს, მათ დაუმტკიცოს, რომ ისევ აქვს იმდენი გავლენა, რომ მასზე გააკეთონ არჩევანი. ეს გამოხდომები მხოლოდ ამას ემსახურება. არ უნდა დავიჯეროთ, რის დაჯერებასაც ცდილობენ, რომ შიდა გადანაწილებაა ოპოზიციურ ველზე. ეს ყველაფერი მოჩვენებითია, მსგავსი არაფერი ხდება. პიროვნული მომენტები იქნება, საკუთარი ეგო განსაკუთრებული ამბიციის მქონე აგენტებს სძალავთ ხოლმე, მაგრამ ჩვენ საქმე გვაქვს მხოლოდ და მხოლოდ ძალების მოსინჯვასთან, პატრონებთან გაპრანჭვასა და აგენტურული ძალაუფლების გადანაწილებასთან, ეს უნდა გავაცნობიეროთ“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.