მამუკა მდინარაძე - ადეიშვილის მიერ განხორციელებული „რეფორმის“ გადმოღებას ცდილობენ საქართველოში, რითიც ყველაფერია ნათქვამი
მამუკა მდინარაძე - ადეიშვილის მიერ განხორციელებული „რეფორმის“ გადმოღებას ცდილობენ საქართველოში, რითიც ყველაფერია ნათქვამი

ადეიშვილი, რომელიც ასოცირებულია წამებასთან, რეკეტებთან, ევროპაში უმაღლესი თანამდებობის პირებს ხვდება, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

აღნიშნული კომენტარით მდინარაძე ზურაბ ადეიშვილის ბუნდესტაგში ყოფნის ფაქტს გამოეხმაურა.

„ზურაბ ადეიშვილი, რომელიც ასოცირებულია წამებასთან, რეკეტებთან, მკვლელობასთან, გაუპატიურებასთან და ამ სისტემის ხელმძღვანელობასთან არის ასოცირებული, ევროპაში უმაღლესი თანამდებობის პირებს ხვდება. ამ ადამიანის მიერ განხორციელებული „რეფორმის“ გადმოღებას ცდილობენ საქართველოში, რითიც ყველაფერია ნათქვამი“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

საქართველოს იუსტიციის ყოფილი მინისტრი და ყოფილი გენერალური პროკურორი ზურაბ ადეიშვილი, უკრაინის გენერალურ პროკურორთან, ანდრეი კოსტინთან ერთად, ბუნდესტაგის პლენარულ სხდომას ესწრებოდა. შესაბამისი მასალა ბუნდესტაგის ვებგვერდზეა განთავსებული. აღნიშნულ სხდომაზე უკრაინისთვის შორ მანძილზე მოქმედი შეიარაღების მიწოდების საკითხი განიხილებოდა. ზურაბ ადეიშვილი საქართველოში რამდენიმე საქმეზეა ბრალდებული, რამდენიმეზე კი – მსჯავრდებული.