მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ ინფორმაცია, თითქოს „ქართულ ოცნებას“ კვლევის შედეგად დედაქალაქში 28 პროცენტის აღების შესაძლებლობა აქვს, სიმართლეს არ შეესაბამება
მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ ინფორმაცია, თითქოს „ქართულ ოცნებას“ კვლევის შედეგად დედაქალაქში 28 პროცენტის აღების შესაძლებლობა აქვს, სიმართლეს არ შეესაბამება

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის მამუკა მდინარაძის განცხადებით, სიმართლეს არ შეესაბამება მედიით გავრცელებული ინფორმაცია, რომ „ქართულ ოცნებას“ კვლევის შედეგად დედაქალაქში 28 პროცენტის აღების შესაძლებლობა აქვს.

მდინარაძე ამბობს, რომ ეს პროგნოზი სწორი არ არის და რეალურად გაცილებით უკეთესი შედეგის მოლოდინი აქვთ.

„მთელი პასუხისმგებლობით, რა ფორმითაც გნებავთ იმ ფორმით ვაგებ პასუხს, სიცოცხლით ვაგებ პასუხს, რომ ეს თქვენი ინფორმაცია არ არის, არამედ თქვენს ნიუსრუმში მოგონილი ტყუილია. ქვეყნის მასშტაბით არის იგივე პროგნოზი, ყველაზე მინიმუმი, რაც იყო საპარლამენტო არჩევნებზე – 48 %, თბილისში ოდნავ ნაკლებია, ოდნავ. 28 პროცენტი არის მოგონილი ამბავი“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

დატოვე კომენტარი