მამუკა მდინარაძე - ვახტანგ მეგრელიშვილი არ მინახავს არასდროს, სურვილის შემთხვევაში, მზად ვარ, ვისაუბრო ყველასთან
მამუკა მდინარაძე - ვახტანგ მეგრელიშვილი არ მინახავს არასდროს, სურვილის შემთხვევაში, მზად ვარ, ვისაუბრო ყველასთან

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ ოპოზიციის ბევრ წარმომადგენელთან აქვს გარკვეული სახის კომუნიკაცია.

როგორც მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, მზად არის, ისაუბროს ყველასთან, ვისაც ამის სურვილი ექნება.

კითხვაზე, შეხვედრა თუ არა „გირჩის“ წარმომადგენლებს, მამუკა მდინარაძემ აღნიშნა: „ოპოზიციის წარმომადგენლებთან რაღაც სახის კომუნიკაცია ზოგჯერ სხვა ადამიანების მეშვეობით, ზოგ შემთხვევაში პირადი შეხვედრებით, ზოგჯერ სატელეფონი საშუალებით გვაქვს. ვახტანგ მეგრელიშვილი არ მინახავს არასდროს. რაც შეეხება სხვა ადამიანებს, ვისთანაც კომუნიკაცია მქონდა, თუ მათი სურვილია და დაადასტურებენ, მეც მზად ვარ, ვისაუბრო“, – განაცხადა მდინარაძემ.