მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ ფინანსურ მხარდაჭერას პარტიის შემომწირველებისგან ის დამოუკიდებელი კანდიდატი მიიღებს, რომელსაც „ქართული ოცნება“ მხარს დაუჭერს 
მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ ფინანსურ მხარდაჭერას პარტიის შემომწირველებისგან ის დამოუკიდებელი კანდიდატი მიიღებს, რომელსაც „ქართული ოცნება“ მხარს დაუჭერს 

დეპუტატი მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ ფინანსურ მხარდაჭერას პარტიის შემომწირველებისგან ის დამოუკიდებელი კანდიდატი მიიღებს, რომელსაც „ქართული ოცნება“ მხარს დაუჭერს.

როგორც მამუკა მდინარაძემ განაცხადა, პოლიტსაბჭოს სხდომის შემდეგ „ქართული ოცნება“ დაასახელებს, რომელ დამოუკიდებელ კანდიდატს დაუჭერს მხარს.

„ხვალ იწურება საპრეზიდენტო კანდიდატურების წარდგენის ვადა. ვადის ამოწურვის შემდეგ შეიკრიბება პოლიტიკური საბჭო და მიიღებს გადაწყვეტილებას. გადაწყვეტილება დაეფუძნება რეალურ მოლოდინს, რომ საპრეზიდენტო კანდიდატმა და შემდგომში პრეზიდენტმა რეალურად შეასრულოს კონსტიტუციით აღებული ვალდებულება. ჩვენი გადაწყვეტილება პოლიტსაბჭოს სხდომის შემდეგ გახდება ცნობილი. წინასწარ შემიძლია გითხრათ,  შემომწირველი ძალიან ბევრი ჰყავს „ქართულ ოცნებას“. თუ პარტია მიიღებეს სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერის გადაწყვეტილებას, მოვუწოდოთ, რომ დააფინანსონ სალომე ზურაბიშვილის კამპანია, თუ სხვა კანდიდატს დავუჭერთ მხარს, მოვუწოდებთ, სხვა კანდიდატის დაფინანსებას. ეს იქნება ერთ-ერთი ვარიანტი, რომელიც შეიძლება „ქართულმა ოცნებამ“ განიხილოს ფინანსურ ნაწილთან დაკავშირებით”, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.