მამუკა მდინარაძე - 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, პრეზიდენტს საარჩევნო კოლეგია აირჩევს
მამუკა მდინარაძე - 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, პრეზიდენტს საარჩევნო კოლეგია აირჩევს

პრეზიდენტის არჩევის ნაწილში ცვლილება დიდი ალბათობით არ შევა და პრეზიდენტს არა პარლამენტი, არამედ საარჩევნო კოლეგია აირჩევს.

ამის შესახებ ფრაქცია “ ქართული ოცნების”თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ საკონსტიტუციო ცვლილებებზე საუბრისას განაცხადა.

“ კომისიის ფარგლებში დამატებით იყო მსჯელობა იმასთან დაკავშირებით, რომ 2024 წლისათვის საქართველოს პრეზიდენტი ხომ არ აერჩია პარლამენტს და არა – საარჩევნო კოლეგიას. იმიტომ, რომ იურიდიულად ეს უფრო სწორი მექანიზმი იქნებოდა, მაგრამ ჩვენ ალბათ პოლიტიკური გადაწყვეტილებისკენ წავალთ, რომ პრეზიდენტი უფრო მეტი წარმომადგენლობით ავირჩიოთ.

თავის დროზე ეს პოლიტიკური კომპრომისის შედეგი იყო და დიდი ალბათობით, იგივე აზრზე დავრჩებით და ინიცირებული პროექტის ფარგლებში ამ ცვლილებასაც განვიხილავთ. მასში მხოლოდ ტექნიკური ცვლილება შევა , ტერმინი “ხმოსნები” საარჩევნო კოლეგიით შეიცვლება. სხვა ცვლილება სავარაუდოდ ამ ნაწილში არ შევა. მსჯელობის შედეგად გუნდში იმ დასკვნამდე მივდივართ, რომ სჯობს ის კოლეგია, რომელიც პრეზიდენტს ირჩევს წარმომადგენლობითი იყოს. 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ პრეზიდენტს საარჩევნო კოლეგია აირჩევს”, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ. 

საყოველთაო განხილვების შემდეგ საკონსტიტუციო ცვლილებებს პირველი მოსმენით ამ წუთებში იურიდიული კომიტეტის სხდომაზე გამიხილავენ. საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კონახიძემ წარადგინა. სხდომა ამ წუთებში კითხვა პასუხის რეჟიმში გრძელდება.