მამუკა მდინარაძე  - 2011 წლის 26 მაისის მაგალითზე, ამ ცუდი ისტორიიდან გამომდინარე, ყველა მოქალაქე ყოველთვის გაათვიცნობიერებს, რომ სისხლის კვალი არ არის აუცილებელი, რათა იზეიმო დამოუკიდებლობის დღე
მამუკა მდინარაძე - 2011 წლის 26 მაისის მაგალითზე, ამ ცუდი ისტორიიდან გამომდინარე, ყველა მოქალაქე ყოველთვის გაათვიცნობიერებს, რომ სისხლის კვალი არ არის აუცილებელი, რათა იზეიმო დამოუკიდებლობის დღე

2011 წლის 26 მაისის მაგალითზე, ამ ცუდი ისტორიიდან გამომდინარე, ყველა მოქალაქე ყოველთვის გაათვიცნობიერებს, რომ სისხლის კვალი არ არის აუცილებელი, რათა იზეიმო დამოუკიდებლობის დღე, – ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ეს არის მძიმე წარსული, რომელიც საქართველოში არასდროს უნდა განმეორდეს.

„ადამიანებზე გადავლით, ადამიანების დახოცვით არ უნდა უზრუნველყო მერე მოჩვენებითი ზეიმი. ჯერ ადამიანს უნდა სცე პატივი, იმიტომ, რომ ის დამოუკიდებლობა გინდა ადამიანისთვის. ეს უნდა გაითავისოს ყველა ხელისუფალმა და შემდეგ უნდა გააკეთო ყველაფერი  დანარჩენი, როდესაც ადამიანზე გექნება სწორება. შესაბამისად, რთული და მძიმე გასახსენებელია. ეს არის მძიმე წარსული, რომელიც ჩვენს ქვეყანაში არასდროს უნდა განმეორდეს“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.