მამუკა მდინარაძე - 2008 წლის ომი ომად არ მიაჩნიათ, თურმე მხოლოდ უკრაინის ომია ომი და საქართველოში რუსეთის მიერ ომი არ ყოფილა, არ შეიძლება ასეთი დამოკიდებულება საკუთარი სამშობლოს მიმართ
მამუკა მდინარაძე - 2008 წლის ომი ომად არ მიაჩნიათ, თურმე მხოლოდ უკრაინის ომია ომი და საქართველოში რუსეთის მიერ ომი არ ყოფილა, არ შეიძლება ასეთი დამოკიდებულება საკუთარი სამშობლოს მიმართ

მიკვირს ნებისმიერი ადამიანის დამოკიდებულება, რატომ შეიძლება ერთ შემთხვევაში სულ რაღაც სამი-ოთხი წლის წინ ითხოვდე, რომ რუსეთმა მოხსნას სანქცია, ხოლო შემდეგ ამას ნეგატიურად აფასებდე, თან საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ ნარატივში გადგებოდეს, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

როგორც მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, რუსეთმა, პუტინმა სანქციები ცალმხრივად დააწესა და ყველა – ქართველები, ამერიკელები, დიპლომატიური კორპუსი ითხოვდა სანქციების მოხსნას, მოხსნეს და ახლა ამბობენ, თურმე სანქციები საქართველომ უნდა დააწესოს.

„შეუძლებელია, ამაში სწორი ლოგიკა იპოვოთ. ოპოზიციის პასუხია, რომ პოზიციის შეცვლა ომმა განაპირობაო. ეს იმას ნიშნავს, რომ 2008 წლის საქართველოს ომი ომად არ მიაჩნიათ, თურმე მხოლოდ უკრაინის ომია ომი და საქართველოში რუსეთის მიერ ომი არ ყოფილა. არ შეიძლება ასეთი მსჯელობა და ასეთი დამოკიდებულება საკუთარი სამშობლოს მიმართ. ომი, რომელიც ყველაზე მეტად გვეტკინა, 2008 წელს იყო, რომლის შემდეგადაც ეს ხალხი რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობის ნორმალიზებაზე ლაპარაკობდა.

საქართველოს ხელისუფლებამ რუსეთს სავიზო რეჟიმი ცალმხრივად გაუუქმა და იგივე ხელისუფლების წარმომადგენლები საუბრობენ, რომ საქართველომ უნდა დაუწესოს სავიზო რეჟიმი საკუთარ მოქალაქეებს. დღეს, რაც არ უნდა გასაოცარი იყოს, 108 NGO შეკრებილა და უთქვამთ, რომ, დიახ, სანქციები უნდა დაწესდესო. საკუთარი მოქალაქეების მიმართ სანქციების დაწესებას ითხოვენ, მაშინ როდესაც იმ ხალხიდან ბევრი იმ ხელისუფლების ნაწილი იყო, ბევრი გაგრძელება იყო და ბევრი მათ პათოსს დღეს იზიარებს. მათ ნარატივზე სხედან. თურმე 2019 წლის შემდეგ, როცა ჩვენ და პარტნიორები ერთად სანქციების მოხსნას ვითხოვდით, ის შეცვლილა, რომ ომი ყოფილა. თურმე 2008 წლის ომი ომად არ მიაჩნდათ. ანუ, უკრაინის ომი ვიღაცებისთვის ომია და საქართველოს ომი – არა. გუშინ ერთ-ერთი ჩვენი კოლეგა ქალბატონი ბრძანებდა, პროუკრაინული უნდა გახდეს საქართველოს ხელისუფლებაო. დიახ, ზოგადად, ამ ქვეყანაში ყველა პროდასავლური უნდა იყოს, მაგრამ ,უპირველესად, პროქართული უნდა იყო და ამის შემდეგ – პროდასავლური“, – განაცხადა მდინარაძემ.