მამუკა ხაზარაზე - ჩვენი ხელისუფლება სწრაფი ტემპით მიემართება ჩრდილოეთის ვექტორისკენ
მამუკა ხაზარაზე - ჩვენი ხელისუფლება სწრაფი ტემპით მიემართება ჩრდილოეთის ვექტორისკენ

ჩვენი ხელისუფლება პირდაპირ სწრაფი ტემპით მიემართება ჩრდილოეთის ვექტორისკენ, – ამის შესახებ პოლიტიკური პარტია „ლელო საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ, მამუკა ხაზარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მამუკა ხაზარაძე გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებას, რომელიც უცხოელ პარტნიორებთან დაკავშირებით, საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“ გააკეთა.

„საკმაოდ ბუნდოვანი განცხადებაა. მეგობრებისგან და პარტნიორებისგან ჩვენ ყოველთვის უნდა გვესმოდეს წინადადებები და მათ შორის კრიტიკაც, მაგრამ თუ ეს კრიტიკა იქნება აღქმული, რომ იცით რა, მე ვაშავებ და თქვენ მაკრიტიკებთ, ამის გამო შეიძლება ჩვენ ორიენტაცია შევიცვალოთ, მთლად უბედურებასთან გვქონია საქმე. ამიტომ, მე კიდევ ვიმეორებ, ჩვენი ხელისუფლება პირდაპირ სწრაფი ტემპით მიემართება ჩრდილოეთის ვექტორისკენ, ქვეყნის ორიენტაციის შეცვლისკენ. ამის ნათელი დადასტურებაა ის, რაც ხდება ჩვენს პოლიტიკაში და ეს სასწრაფოდ შესაცვლელია. შეცვლის ერთადერთი გზა არსებობს, ამ ხელისუფლების, ბიძინა ივანიშვილის თამადობით სასწრაფოდ გასტუმრება არჩევნების გზით სახლში“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.