მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის აღკვეთის ღონისძიებაზე სასამართლო დღეს იმსჯელებს
მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის აღკვეთის ღონისძიებაზე სასამართლო დღეს იმსჯელებს

„თიბისი ბანკის“ დამფუძნებლების მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის აღკვეთის ღონისძიებაზე სასამართლო დღეს 16:00 საათზე იმსჯელებს.

პროკურატურის შუამდგომლობას მათ მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შესახებ, მოსამართლე ნინო ჩახნაშვილი განიხილავს.

ჯერ უცნობია, რა შუამდგომლობით მიმართა საგამოძიებო უწყებამ სასამართლოს.

მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს 24 ივლისს ბრალი წარედგინათ ჯგუფურად, 16 664 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით.