მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის აღკვეთის ღონისძიებასთან დაკავშირებულ სხდომაზე მოსამართლე სათათბიროდ გავიდა
მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის აღკვეთის ღონისძიებასთან დაკავშირებულ სხდომაზე მოსამართლე სათათბიროდ გავიდა

მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის აღკვეთის ღონისძიებასთან დაკავშირებულ სხდომაზე მოსამართლე სათათბიროდ გავიდა.

ჯერ უცნობია რამდენ ხანში გამოცხადდება გადაწყვეტილება, დაკმაყოფილდება თუ არა პროკურატურის შუამდგომლობა აღკვეთის ღონისძიებაზე მილიონიანი გირაოსა და საზღვრის გადაკვეთის შეზღუდვასთან დაკავშირებით.

მანამდე ბრალდებულებმა განცხადებები გააკეთეს. მამუკა ხაზარაძის თქმით, ის რაც ხდება აბსურდული ბრალია და მიზანმიმართული შეტევაა.

„ეს არის შეტევა ძალიან მნიშვნელოვან პროექტზე და ეს გრძელდება, რვა თვეა პროკურატურის მხრიდან. ეს ადამიანები ასრულებენ დაკვეთას, რომ ხელი შეუშალონ მნიშვნელოვან პროექტს. გუშინწინ, მთელმა ქართულმა ეკონომიკამ მილიარდ ლარამდე იზარალა. აქ ითხოვენ ორ მილიონს გირაოს სახით. მათი მოთხოვნა იმასთან დაკავშირებით, უცხოეთში არ გავიდეთ, პირდაპირ მიმართულია იმაზე, რომ ის ხელშეკრულებები, რომელიც დავდეთ, ბოლომდე არ მივიყვანოთ და დისკრედიტირებულები ვიყოთ პარტნიორებთან.

ეს არის სირცხვილი, ქვეყნის მიმართ მიზანმიმართული, დანაშაულებრივი ქმედება. გპირდებით, დადგება დრო, ვინც თქვენ უკან დგას, ვინც ამ დავალებებს გაძლევთ, ძალიან სერიოზული პასუხი მოეთხოვებათ”, – განაცხადა ხაზარაძემ პროკურორების მისამართით.

თავის მხრივ, როგორც ბრალდებულმა, ბადრი ჯაფარიძემ აღნიშნა, ის, რასაც მას და მამუკა ხაზარაძეს ედავებიან, არის აბსურდული ბრალდება.