მამუკა ხაზარაძის ინფორმაციით, ლონდონში გაგზავნილ წერილზე ექსპერტიზის პასუხი უახლოეს პერიოდში იქნება ცნობილი
მამუკა ხაზარაძის ინფორმაციით, ლონდონში გაგზავნილ წერილზე ექსპერტიზის პასუხი უახლოეს პერიოდში იქნება ცნობილი

ანაკლიის განვითარების კონსორციუმის დამფუძნებელმა, მამუკა ხაზარაძის ინფორმაციით, ლონდონში გაგზავნილ წერილზე ექსპერტიზის პასუხი უახლოეს პერიოდში იქნება ცნობილი.

„მალე იქნება, ასე მითხრეს მე“, – აღნიშნა ხაზარაძემ.

ექსპერტიზაზე გაიგზავნა წერილი, რომელიც, ხაზარაძის თქმით, შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიასგან მიიღო.

დოკუმენტში საუბარია რამდენიმე მოთხოვნაზე, მათ შორის, ხაზარაძის მიერ ოფიციალური განცხადების გაკეთებაზე, რომ მისთვის მიუღებელია „ნაციონალური მოძრაობის“ რევანში. წერილი გენერალურმა პროკურატურამ 6 მარტს გამოაქვეყნა.