მამუკა ხაზარაძემ გუშინდელი განცხადება განმარტა და აღნიშნა, რომ კონტექსტიდან ამოვარდინილია
მამუკა ხაზარაძემ გუშინდელი განცხადება განმარტა და აღნიშნა, რომ კონტექსტიდან ამოვარდინილია

დაშინება იმით, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი მიშა სააკაშვილი ჩამოვა და ქვეყანა აირევა, ამის საპასუხოდ ვთქვი, რომ იგი არის ციხეში, – ასე უპასუხა „ლელოს“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ ჟურნალისტების კითხვას, რომელიც მის მიერ გუშინ გაკეთებულ განცხადებას შეეხებოდა, სადაც ის აღნიშნავდა, რომ იმის ძახილით, „მგელი მოვა“, ქვეყანა წინ ვერ წავა, ეს მგელი დღეს აღარ არსებობს, მისი თავები და ხელმძღვანელები, პრეზიდენტით დაწყებული ყველა, ვინც დანაშაული ჩაიდინა, ციხეშია.

როგორც მამუკა ხაზარაძე აღნიშნა, მისი ეს განცხადება კონტექსტიდან ამოგლეჯილია.

„კონტექსტიდან ამოგლეჯილია. კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო და განვმარტო, ვინც ვერ გაიგო, ვისაც ასე უნდოდა წაკითხვა. დაშინება იმით, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი მიშა სააკაშვილი ჩამოვა და ქვეყანა აირევა, ამის საპასუხოდ ვუთხარი, რომ იგი არის ციხეში. ამიტომ ეს დაშინება აღარ მუშაობს ხალხზე. მე ეს ვთქვი. ხაზი უნდა გაესვას, რას ვლაპარაკობ და როგორ ვსაუბრობ“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

კითხვაზე, მიაჩნია თუ არა მიხეილ სააკაშვილი დამნაშავედ, მამუკა ხაზარაძემ აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილს ისევე, როგორც სხვას ამ ქვეყანაში ეკუთვნის სამართლიანი სასამართლო, რომელიც ამ ქვეყანას არ გააჩნია.

დატოვე კომენტარი